მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის სუპერთასი მოიგო. მეტოქე ამჯერადაც დორტმუნდის „ბორუსია“ იყო – 3:1.
ანგარიში დორტმუნდელებმა კი გახსნეს, მაგრამ თამაშგარეს გამო მათი გოლი გაუქმდა. 41-ე წუთზე კი რობერტ ლევანდოვსკი ყველაზე მაღლა ახტა და თავით გაიტანა.
გუნდები შესვენებიდან ახალი გამოსულები იყვნენ, როდესაც დორტმუნდელთა დაცვა ჩავარდა. ლევანდოვსკიმ ქუსლით მოხდენილად მიაწოდა ტომას მიულერს და მანაც ცარიელ კარში შეაგორა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
მალევე ერლინგ ჰაალანდმა გაიტანა, მაგრამ ისევ თამაშგარე. ამდენი ოფსაიდი მობეზრდა მარკო როისს და მანაც საღამოს ულამაზესი ეპიზოდი შემოგვთავაზა – ბრწყინვალე დარტყმა ცხრიანში.
73-ე წუთზე დაბრუნებული ინტრიგა მოსპო აკანჯიმ, რომელმაც უაზროდ დაკარგა ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან და ლევანდოვსკიმაც დუბლი შეასრულა.
„ბაიერნმა“ სუპერთასი მეხუთედ მოიპოვა ბოლო 6 წელიწადში.
სულ კი „ბაიერნს“ ცხრა სუპერთასი გაუხდა, რაც ეროვნული რეკორდია. „ბორუსიამ“ ეს თასი 6-ჯერ აუღია.
მიუნხენელთა ახალმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა პირველი ტიტული მოიგო სამწვრთნელო კარიერაში.
ლევანდოვსკიმ “ბაიერნში” ზედიზედ მე-14 მატჩში გაიტანა და პირადი რეკორდი გააუმჯოიბესა. გერმანულ ფეხბურთში მარტო გერდ მიულერს აქვს უკეთესი სერია, რომელიც 1969/70 წლების სეზონში 16 მატჩისგან შედგებოდა.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/unnamed-1.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings