in

როდრის ეფექტი: დაცვაც, პასიც, მომენტიც… ყველაზე ეფექტიანი ფეხბურთელები

როდრი 2023/24 წლების სეზონის ყველაზე ეფექტიანი ფეხბურთელების რეიტინგის სათავეშია.

კვლევითმა ჯგუფმა CIES Football Observatory-მა შეადგინა რეიტინგი ფეხბურთელების თამაშის 6 სხვადასხვა მონაცემით: დაცვა, ბურთის ატანა, დრიბლინგი, მომენტების შექმნა, დასრულება და ჰაერში თამაში.

სპეციალურად შექმნილი შესაბამისი ინდექსის გამოთვლის მიხედვით „სიტის“ ფეხბურთელმა 98.5 ქულა მოაგროვა და ყველაზე ეფექტიანი ფეხბურთელის სახელი მოიხვეჭა.

ტოპ 10 კი ასეთია:

  1. როდრი („სიტი“, 98,5)
  2. გრანიტ ჯაკა („ბაიერი“, 92,3)
  3. მარტინ ედეგორი („არსენალი“, 89,9)
  4. ფლორიან ვირტცი („ბაიერი“, 89,2)
  5. ტონი კროოსი („რეალი“, 89,0)
  6. ჯუდ ბელინგემი („რეალი“, 87,9)
  7. ალექსის მაკალისტერი („ლივერპული“, 85,0)
  8. ბუკაიო საკა („არსენალი“, 84,2)
  9. რუბენ დიაში („სიტი“, 83,9)
  10. ფილ ფოდენი („სიტი“, 83,7)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მომენტის კაცი: პალმერი იყენებს, ნუნიესი ყველაზე ცუდია

გუნდის გადარჩენას მიქაუტაძე თუ შეძლებს