ფიფა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჩატარების სამ ფორმატს განიხილავს.
ამის შესახებ ორგანიზაციის გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა არსენ ვენგერმა განაცხადა.
აი ეს ვარიანტები:
16 ჯგუფი თითოში სამი გუნდით. პლეი ოფში თითო ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა;
12 ჯგუფი თითოში ოთხი გუნდით. პლეი ოფში თითო ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა, აგრეთვე რვა საუკეთესო მესამეადგილოსანი;

48 მონაწილე ორ ნახევრად დაიყოფა. თითოეულში იქნება ექვსი ჯგუფი ოთხ-ოთხი გუნდით. ფინალში ნახევრების გამარჯვებულები შეხვდებიან.
გეხსომებათ, ოთხი წლის შემდეგ მსოფლიო პირველობაზე 48 გუნდი ითამაშებს.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი სამ ქვეყანაში გაიმართება – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში. 16 მასპინძელი ქალაქი შეირჩევა.
GIPHY App Key not set. Please check settings