in

რკინის ლედი ჩელსის დაემშვიდობა: მარინა გრანოვსკაია სპორტული დირექტორი აღარ არის

9 წელიწადი სპორტული დირექტორის პოსტზე და 19 წელი საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ სამსახურში. მარინა გრანოვსკაია საკულტო ფიგურათა შორის შემავალი იყო დღეს, ოფიციალურად, მისი და ლონდონელთა გზები გაიყო.

წიაღში, რომ ჩავიხედოთ, ყველაფერი აბრამოვიჩის დასანქცირებითა და „ჩელსის“ გასხვისებით დაიწყო. ტოდ ბოელის მოსვლამ კი ახალი პრიორიტეტები წამოატივტივა, რომელშიც მარინას სახელი არ იკითხებოდა.


2003 წელს, რომან აბრამოვიჩი „ჩელსის“ მესაკუთრე გახდა და გუნდმა საფეხბურთო გადატრიალება მოახდინა. 5 პრემიერლიგა და 2 ჩემპიონთა ლიგა 18 წელიწადში ურიგო მაჩვენებელი ნადმვილად არ არის.

ისე, გრანოვსკაიასა და აბრამოვიჩის კოლაბორაცია 1997 წლიდან იწყება, როცა მარინამ უცხო ენათა სპეციალობის ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა. მალევე ის აბრამოვიჩის ასისტენტი გახდა და წარმატებული ბიზნესის შეუცვლელი წევრიც იყო.

2013 წლიდან მარინა კლუბის ბორდის წევრი გახდა, 2014 წელს კი „თაიმსმა“ ფეხბურთში ყველაზე გავლენიანი ქალის რეგალიაც მიანიჭა. გრანოვსკაიას სავაჭრო უნარების შესახებაც ბევრჯერ გვსმენია. მისი მეოხებით, კლუბმა „ნაიკთან“ კონტრაქტი 2032 წლამდე გააფორმა და წელიწადში 60 მილიონ გირვანქიანი ნამატი მიიღო. 2018 წელს „ფორბსმა“ სპორტში მოღვაწე ქალთა ხუთეულშიც უბოძა ადგილი.

გარდა ზოგადი საქმიანობისა, სატრანსფერო ნაწილშიც დიდი წვლილი ჰქონდა. თავნება მწვრთნელთა ახირებებს ვინ მოთვლის, ჰოდა ოქროს შუალედის პოვნა და შენარჩუნება, სწორედ გრანოვსკაიას ევალებოდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ხორვატიაში ემზადება

გარდიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების შანსები ჩამოწერა: ინგლისი მე-10 ადგილზეა… პირველი?