in ,

რევაზ ჩომახიძე: იადრანთან თამაში აუცილებლად მოსაგებია

დღეს, თბილისის დროით, 22:00-ზე, წყალბურთის კლუბი თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მეორე შეხვედრას გამართავს. პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ, ხორვატიაში სპლიტის “იადრანს” დაუპირისპირდება.

თბილისის “დინამოს” მომავალი მატჩის შესახებ და ზოგადად ქართულ წყალბურთზე სასაუბროდ Sport4me.ge ლეგენდარულ ქართველ წყალბურთელს, “დინამოსა” და საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს რევაზ ჩომახიძეს დაუკავშირდა.

უკვე, მესამე წელია თბილისის “დინამო” ევროპის საუკეთესო კლუბებს შორის გამოდის. ეს ქართული წყალბურთისთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. უკვე, ჩვენი მოთამაშეები ევროპის წამყვან კლუბებშიც თამაშობენ. მაგალითად, ახალგაზრდა ნიკა შუშიაშვილი, რომელიც სერბული “ნოვი ბელგრადის” ღირსებაც იცავს. რა თქმა უნდა, გვირცევნია ჩვენმა მოთამაშეებმა საქართველოში ითამაშონ, მაგრამ ის რომ ქართველი წყალბურთელები წამყვანი ევროპული კლუბები ინტერესდებიან ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს ყოველივე აუცილებელია იმ დონის შესანარჩუნებლად, რომელსაც ჩვენ დღემდე მივაღწიეთ.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მიმაჩნია რომ იმ რთული ჯგუფიდან, რომელშიც თბილისის “დინამოა” “იადრანია” ის მეტოქე, რომელთანაც უნდა მოვიგოთ. ეს თამაში აუცილებლად მოსაგებია.”-თქვა რევაზ ჩომახიძემ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კახა კაჭარავა: ქართველებს ყველაფერი სწრაფად გვინდა და ფეხბურთში შედეგი მალე არ მოდის

აჩი არველაძე: ხვიჩა დიდ გუნდში თუ წავა ეს გარდამტეხი იქნება და მას სხვებიც მიყვებიან