in ,

რეალი ბოლოს გადარჩა და ინტრიგა დატოვა

მადრიდული დერბი ფრედ დასრულდა – 1:1.

„ატლეტიკოს“ შეეძლო მეორე ტაიმში რამდენჯერმე წერტილი დაესვა მატჩისთვის, მაგრამ კურტუას გმირობებმა „რეალი“ თამაშში დატოვა. ხოლო ქარიმ ბენზემამ ბოლოსკენ მაინც შეაგდო და ჩემპიონატს ინტრიგა შეუნარჩუნა, ხოლო საკუთარ გუნდს იმედი, რომ კიდევ შეძლებენ „ატლეტიკოს“ დაწევას.

სტუმრები მაინც და მაინც საამაყოდ ვერ გამოიყურებოდნენ, მაგრამ შედეგი მომენტებმა განაპირობა. ასეა თუ ისე, სუარესის პირველ ტაიმში გატანილ გოლს, მატჩის ბოლოსკენ ფრანგმა უპასუხა, ლიდერს ქულები წაართვა და ახლა დიდი სამეულის საჩემპიონო ბრძოლა კიდევ უკეთესი სანახავი იქნება.

მეორე ტაიმი უფრო კარგი გამოვიდა, ვიდრე პირველი, ხოლო გოლები რომ არ გავიდა, ეს მეკარეების მშვენიერი თამაშის ბრალია.

„ატლეტიკო“ ჯერ ისევ პირველ ადგილზეა – 59 ქულა (25 მატჩი). მეორე ადგილზე „ბარსელონაა“ – 56 ქულა, ხოლო „რეალს“ 54 ქულა აქვს (26 მატჩი).

ბარსამ თავისი შანსით ისარგებლა: წელს გოლები ბავშვებს გააქვთ

ატლეტიკო – რეალი 1:1

ატლეტიკო: ობლაკი, ერმოსო, ფელიპე, სავიჩი, ტრიპიერი, ლორენტე, კოკე, ლემარი (საული, 59), კარასკო (ფელიქსი, 65), კორეა (კონდოგბია, 82), სუარესი

რეალი: კურტუა, ნაჩო, მენდი, ვარანი, ვასკესი, კაზემირო, კროოსი, როდრიგო (ვინისიუსი, 60), მოდრიჩი, ასენსიო (ვალვერდე, 60), ბენზემა

1:0 – 15 სუარესი. 1:1 – 88 ბენზემა

ერთი მნიშვნელოვანი და საკამათო ეპიზოდი მოხდა 41-ე წუთზე. „ატლეტიკოს“ მცველი ფელიპე ბურთს საჯარიმოში ხელით შეეხო. მსაჯმა გადაამოწმა, მაგრამ პენალტი არ დანიშნა.
ყოფილმა არბიტრმა ხუან ანდუხარ ოლივერმა ეს ეპიზოდი შეაფასა. „ეს არ ყოფილა წინასწარ განზრახული ხელით ითამაში, ფელიპე ბურთსაც ვერ ხედავდა. პენალტის დანიშვნა სამართლიანი არ იქნებოდა“.

„ატლეტიკომ“ ბოლო 5 მატჩში მარტო 1 მოიგო.

„რეალი“ ზედიზედ 7 მატჩია „ატლეტიკოსთან“ არ აგებს.

ზიდანი დელ ბოსკეს გაუთანაბრდა „რეალის“ თავკაცის პოსტზე ჩატარებული მატჩებით – 246. უფრო მეტი მარტო მუნიოსს აქვს – 605.

სუარესმა მე-17 გოლი გაიტანა ამ სეზონში – უკვე უფრო მეტი, ვიდრე მთელ გასულ სეზონში. მარტო მესი უსწრებს მას ბომბარდირობაში.

სუარესმა პირველად გაუტანა „რეალს“ „ატლეტიკოს“ რიგებში. ისე კი მას 11 გოლი აქვს გატანილი „სამეფო კლუბისთვის“ „ბარსას“ შემადგენლობაში.

ამჟამად „ატლეტიკოელი“ ლორენტე ლა ლიგაში 8 საგოლე პასით ლიდერია. არადა, „რეალში“ ჩატარებულ 39 მატჩში არცერთი არ გაუკეთებია.

ბენზემამ რობერტო კარლოსის რეკორდი გააუმჯობესა „რეალში“ ჩატარებული მატჩების რაოდენობით (ლა ლიგაში) უცხოელებს შორის. ქარიმს 371 მატჩი დაუგროვდა.

ბენზემას ამ მატჩამდე სამი კვირა არ უთამაშია.

„ატლეტიკო“ პირველ ტაიმში უკეთესი იყო, „რეალი“ – მეორეში. კარგი შედეგია ჩვენთვის“ – ბენზემა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეინჯერსი შოტლანდიის ჩემპიონია: პირველად 10 წელიწადში

ლივერპულის ფანებმა სტადიონის თავზე ბანერი აფრინეს და გუნდს მხარი დაუჭირეს