in

რეალიდან წასვლა უნდათ, ფულიანი ნიუკასლი კი ყველაფერს მიედ-მოედო – სატრანსფერო ამბები

საფეხბურთო სამყარო მოდუნების საშუალებას არ იძლევა და გთავაზობთ უახლეს სატრანსფერო ჭორებს.

ედენ აზარს მადრიდის “რეალის” დატოვება თითქმის გადაწყვეტილი აქვს. მას შეთავაზება ინგლისური “ნიუკასლისგან” აქვს, თუმცა თავად ფეხბურთელს ტოპ კლუბში სურს გადასვლა. მან ასევე დასძინა, რომ პრემიერლიგაში დაბრუნების შემთხვევაში, მხოლოდ “ჩელსის” შეუერთდება.

“ბარსელონა” აქტიურად განიხილავს უსმან დემბელეს კონტრაქტი გაუწყვიტოს, რომლის მიმართ ინტერესს ასევე გამდიდრებული ინგლისური “ნიუკასლი” იჩენს.

“ნიუკასლი” შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. კაჭკაჭების რადარზე კეილორ ნავასი და ,, სევილიას“ მცველი დიეგო კარლოსი მოხვდნენ. ასევე აქტიურად აკვირდებიან უსმან დემბელეს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

“ნიუკასლი” ასევე ფიქრობს თურქეთში მოთამაშე უხასიათო იტალიელი ფორვარდი ბალოტელი დაიმატოს.

“ლივერპულმა” “ლესტერისთვის” წინადადება გაამზადა ტილემანსის თაობაზე.

“არსენალის” 28 წლის მცველი სეად კოლაშინაცი “მარსელის” ფეხბურთელი გახდა.

ტურინის ,,იუვენტუსი“ ანტონი მარსიალის გადაბირებას გეგმავს. ფრანგის გარდა ტურინელების სიაში “ზენიტის“ ირანელი თავდამხსმელი სერდარ აზმუნიც არის.

ქარიმ ბენზემამ “რეალის” პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ ისინი ჰაალანდს დაიმატებენ, ფრანგი ვარსკვლავი კლუბს დატოვებს.

ესპანური პრესის ცნობით, “ჩელსიმ” “ბარსელონას” ფრენკი დე იონგის სანაცვლოდ 40 მილიონი შესთავაზა.

კრისტიან ერიქსენი დიდ ფეხბურთში დაბრუნებას აქტიურად განიხილავს. მას ინგლისური კლუბებიდან აქვს წინადადებები.

“ვულვზი” მზად არის გუნდის ლიდერი ადამა ტრაორე გაასხვისოს, რომლის მიმართ ინტერესს ლონდონის,,ტოტენჰემი“ და ყოფილი გუნდი ,,ბარსელონა’’ იჩენენ.

“ატლეტიკოს” ურუგვაელი ლუის სუარესი შესაძლოა ჯერარდის “ასტონ ვილაში” გადავიდეს.

მილანის “ინტერის” ნახევარმცველი სენსი იჯარით სეზონის ბოლომდე “სამპდორიაში” ითამაშებს.

“მილანმა” იჯარით შესაძლოა “ტოტენჰემის” მცველი ტანგანგა წაიყვანოს.

“სალერნიტანას” 38 წლის ფრანგი ფრანკ რიბერი შესაძლოა თურქეთში აღმოჩნდეს. მისით “ქასიმფაშა” და “ქარაგიუმრიქი” არიან დაინტერესებული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ნაკრები 6 წელი მაკრონის მაისურებით ითამაშებს: ფედერაციას ახალი ტექნიკური სპონსორი ჰყავს

ოქრიაშვილი ჩინეთში?