in

რა ფულს შოულობენ: ნახე 2022 წლის ყველაზე მდიდარი სპორტსმენები

ლებრონ ჯეიმსი 2022 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიას ჩაუდგა სათავეში.

Sportico-ის შეფასებით, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდის შემოსავალი 126.9 მლნ დოლარია, საიდანაც 90 მილიონი – სარეკლამო კონტრაქტებზე მოდის, ხოლო 36.9 მილიონი – ხელფასია.

ასეულში შევიდა NBA-ს 36 კალათბურთელი, NFL-ის 25 მოთამაშე, 13 ფეხბურთელი, 12 ბეისბოლისტი და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები.

პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ლებრონ ჯეიმსი („ლოს ანჯელეს ლეიკერსი“) – 126,9 მლნ დოლარი (ხელფასი – 36,9 მლნ დოლარი, რეკლამა – 90 მლნ დოლარი);
  2. ლიონელ მესი (პსჟ) – 122 მლნ (72+50);
  3. კრიშტიანო რონალდო („მანჩესტერი“) – 115 მლნ (60+55);
  4. ნეიმარი (პსჟ) – 103 მლნ (65+38);
  5. საულ კანელო ალვარესი – 89 მლნ (84+5);
  6. სტეფ კარი („გოლდენ სტეიტი“) – 86,2 მლნ (41,2+45);
  7. კევინ დურანტი („ბრუკლინი“) – 85,9 მლნ (37,9+48);
  8. როჯერ ფედერერი – 85,7 მლნ (724 ათასი + 85 მლნ);
  9. ჯეიმს ჰარდენი („ფილადელფია“) – 76 მლნ (40+36);
  10. ტაიგერ ვუდსი – 73,5 მლნ (8,5+65).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თოკომ ევროთასი მოიგო

ვითხოვთ ძლიერ გუნდებთან თამაშს და მერე ჩვენვე ვამბობთ უარს?