in

რატომ გადავიდა კვარა პარიზში: ხვიჩას პირველი ინტერვიუ

პსჟ-ის ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ საკლუბო ტელევიზიას მცირე ინტერვიუ მისცა.

ხვიჩა, რას გრძნობ ახლა, როდესაც “პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელი გახდი?
ამ მაისურით თამაში ჩემთვის დიდი პატივია. მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო. დიდი სიამაყეა, ოცნებების ასასრულებლად ერთად ვიბრძოლებთ. ძალიან ბედნიერი ვარ.

აქ გადმოსვლა რატომ გადაწყვიტე?
ამაში პროექტმა დამარწმუნა. ვიცი, რისი მიღწევა უნდა კლუბს და როგორ მუშაობენ ფეხბურთელებთან. ეს ჩემთვის შესაფერისია. აქ დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ და როდესაც გადმოსვლის შესაძლებლობა მომეცა, განსაკუთრებით არ მიფიქრია.

გუნდის ზოგიერთ ფეხბურთელს იცნობ?
დიახ. ფაბიანს რუისს, რომელიც “ნაპოლიში” ასპარეზობდა. ვიცნობ ჯიჯი დონარუმას, მას აქ გადმოსვლამდე ვესაუბრე.

ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით იმუშავებ…
ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვიცი, მისგან ბევრს ვისწავლი და მიხარია, რომ ჩემი მწვრთნელი იქნება.

პარიზში ჩამოსულს რა მიზნები გაქვს?
მსურს ახალი გამოცდილება მივიღო, ოცნებები ავისრულო, განვვითარდე, ბოლომდე დავიხარჯო და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.

პსჟ-ის ინფრასტრუქტურას გაეცანი. როგორი შთაბეჭდილებები დაგრჩა?
აღმფრთოვანებელია. დიდი მიზნების მისაღწევად აქ ყველაფერია, რათა ახალგაზრდამ პროგრესირება განაგრძოს.

გულშემატკივრებს რას ეტყოდი?
მინდა მათ უახლოეს ხანში შევხვდე და ერთად განვიცადოთ დიდი ემოციები. ძალიან მიხარია, რომ ქომაგებს შევუერთდები და მალე შეხვედრამდე!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელია ევროლიგაზე MVP გახდა, ვირტუსმა მიუნხენში მოიგო

ფრე კონკურენტთან: ზურიკომ სრულად ითამაშა