in

პსჟ გაძვრა, შახტარი ჩარჩა: ლიგაზე ბოლო ორიც გავიდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და შეივსო 1/8 ფინალის 2 ვაკანტური ადგილი. როგორც მოსალოდნელი იყო, ფლეი-ოფის საგზურები მოიპოვეს პსჟ-მ და „პორტომ“.

E ჯგუფი

სელტიკი – ფეიენოორდი 2:1
გოლები: 1:0 პალმა (33-პენ), 1:1 მინტე (82. ხიმენესის პასით), 2:1 ლაგერბილკე (90+1. ო’რილის პასით)

ატლეტიკო – ლაციო 2:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (6. ლინოს პასით), 2:0 ლინო (51)

„ატლეტიკომ“ ზედიზედ მე-20 საშინაო მატჩი მოიგო (17 – ლა ლიგაში, 3 – ჩემპიონთა ლიგაზე) და საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

„ატლეტიკომ“ 2016 წლის შემდეგ პირველად დაიკავა ჯგუფში პირველი ადგილი. წინა ოთხ გათამაშებაში (2018-19, 2019-20, 2020-21, 2021-22) მადრიდული კლუბი მეორე ადგილზე გადიოდა.

ანტუან გრიზმანმა (“ატლეტიკო”) მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა, რაც მისი პირადი რეკორდია ერთი ტურნირის ფარგლებში.

F ჯგუფი

ნიუკასლი – მილანი 1:2
გოლები: 1:0 ჟოელინტონი (33. მილის პასით), 1:1 პულიშიჩი (59. ჟირუს პასით), 1:2 ჩუკვუეზე (84. ოკაფორის პასით)

დორტმუნდი – პსჟ 1:1
გოლები: 1:0 ადეიემი (51. ფიულკრუგის პასით), 1:1 ზაირ-ემერი (56)

კრისტიან პულიშიჩი (“დორტმუნდი”, აშშ) მესამე ფეხბურთელია ცენტრალურ-ჩრდილოამერიკული კონფედერაციიდან, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა (სულ 8 გოლი). ჯერჯერობით, უკეთესი მიღწევები აქვთ ხავიერ ერნანდესსა (14, მექსიკა) და დუაიტ იორკს (11, ტრინიდადი და ტობაგო).

“ნიუკასლმა” და “მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფური ეტაპი ბოლო ადგილებზე დაასრულეს, რაც ინგლისური კლუბებისთვის ტურნირის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

პსჟ-მ ზედიზედ მესამედ დაასრულა ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე. მას გაუსწრო „მანჩესტერ სიტიმ“, „ბენფიკამ“ და „დორტმუნდმა“.

პსჟ ზედიზედ მეთორმეტედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში. უფრო გრძელი სერია „რეალსა“ (21) და „ბაიერნს“ (16) ჰქონიათ.

პსჟ-ის სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 24 წელი და 260 დღე იყო. არც ერთ კლუბს ასეთი ახალგაზრდა შემადგენლობა 2001 წლის 14 თებერვლის შემდეგ არ ჰყოლია.

„მილანი“ პირველად გადავიდა ჩემპიონთა ლიგიდან ევროპის ლიგაზე.

G ჯგუფი

ლაიპციგი – იანგ ბოიზი 2:1
გოლები: 1:0 შეშკო (51. ჰენრიხსის პასით), 1:1 კოლი (53. ნსამეს პასით), 2:1 ფორსბერგი (56. კამპლის პასით)

ცრვენა ზვეზდა – სიტი 2:3
გოლები: 0:1 ჰამილტონი (19. ნუნიესის პასით), 0:2 ბობი (62. ლიუისის პასით), 1:2 ჰვანი (76. ბუკარის პასით), 1:3 ფილიპსი (85-პენ), 2:3 კატაი (90+1. ჰვანის პასით)

“მანჩესტერ სიტი” გახდა პირველი ინგლისური კლუბი, ვინც ჩემპიონთა ლიგაში/თასზე ზედიზედ მოიგო 8 მატჩი.

„სიტი“ მეორე ინგლისური გუნდია „ლივერპულის“ შემდეგ, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩი მოიგო.

20 წლის მიკა ჰემილტონმა და ოსკარ ბობმა, ასევე კელვინ ფილიპსმა პირველი გოლები გაიტანეს ჩემპიონთა ლიგაზე.

ებრიმა კოლი პირველი გამბიელი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. გამბია 108-ე ქვეყანაა, რომლის ფეხბურთელსაც ტურნირზე გოლი გაუტანია.

H ჯგუფი

ანტვერპენი – ბარსელონა 3:2
გოლები: 1:0 ვერმეერენი (2), 1:1 ფერან ტორესი (35. იამალის პასით), 2:1 იანსენი (56. იუსუფის პასით), 2:2 გუიუ (90+1. გიუნდოგანის პასით), 3:2 ილენიხენა (90+2. ბატეის პასით)

პორტო – შახტარი 5:3
გოლები: 1:0 გალენო (9. ევანილსონის პასით), 1:1 სიკანი (29. ზუბკოვის პასით), 2:1 გალენო (43. ედოარდო პეპეს პასით), 3:1 ტარემი (62. გალენოს პასით), 3:2 ეუსტაკიო (73-საკ. კარში), 4:2 პეპე (76), 5:2 კონსეისაო (82), 5:3 ეგინალდო (88. სტეპანენკოს პასით)

პირველ წუთსა და მე-16 წამზე “ანტვერპენის” მიერ გატანილი გოლი ყველაზე ადრეულია “ბარსელონას” კარში, მას მერე, რაც 2011 წლის 13 სექტემბერს ალეშანდრე პატომ (“მილანი”) 24-ე წამზე გაუტანა კატალონიურ კლუბს.

ლამინ იამალი (“ბარსელონა”) პირველი 16 წლის ფეხბურთელია, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა ჩემპიოთა ლიგის მატჩში გატანილ გოლში.

„ბარსელონამ“ პირველად წააგო ბელგიურ კლუბთან ბოლო 34 წლის განმავლობაში.

ჩავის წაგებების ყველაზე მაღალი პროცენტი აქვს „ბარსელონას“ მწვრთნელებს შორის – 14 მატჩში ექვსი წაგება (42.8 პროცენტი).

ჩავის ჯგუფურ ეტაპზე ექვსი წაგება დაუგროვდა – ეს ანტირეკორდია „ბარსელონას“ მწვრთნელებს შორის.

„ანტვერპენმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად მოიგო. მანამდე მას შვიდიდან შვიდი წაგება ჰქონდა.

„ბარსელონას“ სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 25 წელი და შვიდი დღე იყო. ეს ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა იყო ჩავის მწვრთნელობისას.

ჟორჟ ელენიკენა (17 წლის და 119 დღის) ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელის, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანია. მან გააუმჯობესა უორენ ზაირ-ემერის (17 წლის, 280 დღის) რეკორდი, რომელიც რამდენიმე წუთით ადრე ამავე ტურში დამყარდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ გახდება წლის ფეხბურთელი: აი პრეტენდენტები

ყველა გარკვეულია, წილისყრაა 18-შია, ნაპოლის სოსიედადი უნდა