in ,

პენალტის დღე – XVI ტური

შაბათი პრემიერლიგაში – პენალტების დღე. დაახლოებით 11 წლის განმავლობაში გუნდებმა ერთ სათამაშო დღეს 6 პენალტი გაიტანეს. ეს თითქმის რეკორდია – უფრო მეტი მხოლოდ ერთხელ იყო, 2011 წლის 5 თებერვალს 7 პენალტი დაინიშნა. თუმცა იმ დღეს 8 მატჩი ჩატარდა, ახლა კი მხოლოდ 5 და საშუალო მაჩვენებლით 11 დეკემბერმა აჯობა. ეს პენალტები კი 4 შეხვედრაში დაიდო.

ზოგადად კი ლიდერებს ყველას გაუჭირდა. “ჩელსიმ” საერთოდ 94-ე წუთზე გამოგლიჯა გამარჯვება ჟორჟინიოს მეორე პენალტით. “ლივერპულმა” 67-ზე სალაჰის, “სიტიმ” კაცნაკლულ 66-ზე სტერლინგის („ვულვზის“ ფორვარდმა ხიმენესმა 2 ყვითელი 30 წამში მიიღო. მეორე იმიტომ, რომ მეტოქეს ჯარიმის გათამაშება შეუშალა), “მანჩესტერმა” კი რონალდოს 75-ზე თითო გოლებით და ისიც პენალტებით მოიგეს.

This image has an empty alt attribute; its file name is rue6d84596c5a.jpg
This image has an empty alt attribute; its file name is rue0476806ab5.jpg
This image has an empty alt attribute; its file name is rue0a414d4781.jpg
This image has an empty alt attribute; its file name is ruea37ae886c8.jpg

რანგნიკი 118 წლის განმავლობაში „მანჩესტერის“ პირველი მწვრთნელია, რომელმაც პირველი ორი მატჩი ჩემპიონატში ნოლზე ითამაშა.

რანგნიკი: „დე ხეამ მოიგო ეს მატჩი ჩვენთვის. „მანჩესტერმა“ უნდა მოუმატოს“.

„მანჩესტერი“ არ აგებს სულშერის წასვლის შემდეგ – 4 მოგება და 2 ფრე.

რონალდო დაეწია სულშერს პრემიერლიგაში გოლებით (91) და მე-6 ადგილს იყოფს „იუნაიტედის“ ისტორიაში. ლიდერია რუნია – 183.

რონალდომ კარიერაში 165-ე გუნდს გაუტანა. მან გუნდების 75%-ს გაუტანა, ვისთანაც უთამაშია.

რონალდოს 15 (13+2) ქულა აქვს 18 მატჩში. აქედან პენალტიდან 2 აქვს გატანილი.

„ლივერპულმა“ 7 მატჩამდე გაზარდა მოგებათა სერია.

კლოპი: „75 წუთი დიდებული თამაშის, მერე გავიტანეთ და… ჯერარდი კარგი მწვრთნელია“.

სალაჰს 14-მატჩიანი შედეგიანი სერია აქვს ჩემპიონატში. ვარდის რეკორდამდე სულ რაღაც 1 მატჩია.

„სიტიმ“ 2021 წელს ჩემპიონატში 32 მატჩი მოიგო. „ლივერპულის“ რეკორდამდე 1 მატჩი რჩება.

გვარდიოლა: „10 მოთამაშე საჯარიმოში იდგა, რთული იყო. „სიტიმ“ დამსახურებულად მოიგო“.

ტუხელი: „ჩელსიმ“ დაიმსახურა მოგება, მაგრამ გაგვიმართლა. ეს გვჭირდებოდა“.

პრემიერლიგა – XVI ტური

ბრენტფორდი – უოტფორდი 2:1
სიტი – ვულვერჰემპტონი 1:0
ლივერპული – ასტონ ვილა 1:0
ჩელსი – ლიდსი 3:2
არსენალი – საუთჰემპტონი 3:0
ნორვიჩი – მანჩესტერი 0:1
ბრაიტონი – ტოტენჰემი გადაიდო (ტოტენჰემში კოვიდის გავრცელების გამო)
ბარნლი – ვესტ ჰემი 0:0
ლესტერი – ნიუკასლი 4:0
კრისტალ პალასი – ევერტონი 3:1

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იანისის სამმაგი დუბლი: მამუკელაშვილმა მხოლოდ 46 წამი ითამაშა

უეფამ რეიტინგი განაახლა: ქართული კლუბებიდან ყველაზე კარგი შედეგი დინამოს აქვს