in ,

პასი უნდა მისცეს, პასი – სპალეტის ხვიჩა მოსწონს, მაგრამ…

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ჯგუფური მატჩიც მოიგო, თან ისევ დიდი ანგარიშით და კომფორტულად არის. ხვიჩა კვარაცხელია „რეინჯერსთან“ საგარეო შეხვედრაში კვლავ ძირითადში იყო და თითქმის სრულად ითამაშა, ის 90-ე წუთზე შეცვალეს.

მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე ქართველიც ახსენა.

„რთული მატჩი იყო. გაფუჭებული პენალტის შემდეგ, გუნდმა შეინარჩუნა განწყობა და რეაგირება დროულად მოვახდინეთ. საერთო ჯამში, ბევრი დადებითი მომენტი დავინახე. ეს იყო გამოცდა ბევრი ფეხბურთელისთვის. მადლობა ბიჭებს.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ზოგჯერ პასის ნაცვლად კარში არტყამს. ვინ გაიტანა ნდომბელეს გოლი? ანგისამ. ნახეთ როგორი პასი მისცა. გასაგებია, რომ კვარაცხელია უპირატესობას შეტევას ანიჭებს და თუ შანსი აქვს, კარშიც ურტყამს. ის ძალიან ძლიერია, მაგრამ არჩევანის გაკეთება უნდა შეეძლოს“, – განაცხადა „ნაპოლის“ მწვრთნელმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისტორია დაწერილია: გავი პირველი მოთამაშეა მილიარდიანი გამოსასყიდით

დონჩიჩი გააგდეს: ევროპას ახალი ჩემპიონი ეყოლება