in ,

ოფიციალურად ჩვენს ეპარქიაში: სამურკასოვი ეპისკოპოსებში გაერია

თბილისის „ლოკომოტივის“ 24 წლის ერთ-ერთ წამყვანი ფეხბურთელი დავით სამურკასოვი კარიერას საბერძნეთში, კლუბ „ეპისკოპში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ბერძნული კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

სამურკოვასს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში (17, 19, 20, 21) უთამაშია.

„ჩვენი კლუბი დიდი სიხარულით აცხადებს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერს.მისთვის ეს პირველი პირველი უცხოური გამოცდილება იქნება. მას აქვს ლიდერობის თვისებები, თამაშობს საყრდენი და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. საკმაოდ სწრაფი და გამჭრიახია. ჩვენი კლუბი მიესალმება მას და უსურვებს დიდ გუნდურ და ინდივიდუალურ წარმატებებს“, – წერია „ეპისკოპის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

რაც შეეხება თავად გუნდს, „ეპისკოპი“ საბერძნეთის მეორე ლიგის სამხრეთ ზონაშია, გასული სეზონი კი მე-7 ადგილზე დაასრულა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქეცბაიას ნაკრებში დაუძახეს: კვიპროსელთა საუკეთესო შანსი

ხვიჩა ნეაპოლში 7 ივლისს ჩაფრინდება