in

ორ წუთში… ლივერპული კმაყოფილია, ვილიარეალს შანსის სჯერა

„ლივერპულს“ 133 წამი დასჭირდა განმეორებითი მატჩის წინ საკმაოდ კომფორტული სხვაობის შესაქმნელად. 2 ბურთი შეიძლება ითქვას დიდი არაფერია, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი: „ვილიარეალი“ აქამდე თუ რამეს ახერხებდა, სტუმრად თამაშისას და ჩაკეტილი ფეხბურთით კონტრშეტევებზე, ახლა კი მოუწევს გატანაზე იფიქროს, რაც ინგლისელებს აქეთ მისცემს კონტრშეტევებზე თამაშის საშუალებას. პასის მიმცემი, გამქცევი და დამაგვირგვინებელი კი „ლივერპულს“ ნამდვილად არ აკლია. მოკლედ, მივეჩვიეთ რომ უამრავი მოულოდნელი შედეგები ფიქსირდება, მაგრამ ამ წყვილში განმეორებითი თამაშის წინ „ლივერპული“ ინარჩუნებს ფავორიტის სტატუსს.

ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. პირველი მატჩი

ლივერპული – ვილიარეალი 2:0

გოლები: 1:0 ესტუპინიანი (53-საკ. კარში), 2:0 მანე (55)

ლივერპული: ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი (81. ჯო გომესი), კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი – ჰენდერსონი (72. კეიტა), ფაბინიო, ტიაგო ალკანტარა – სალაჰი, ლუის დიასი (81. ორიჯი), მანე (73. დიოგო ჟოტა)

ვილიარეალი: რული – ფოიტი, ალბიოლი, პაუ ტორესი, ესტუპინიანი (72. ტრიგეროსი) – ჩუკვუეზე (72. დია), პარეხო (72. ორიე), კაპუე, კოკელენი (57. პედრასა) – ლო სელსო, დანჯუმა (86. ალკასერი)

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 9 მატჩი მოიგო ამ სეზონში და საკუთარი რეკორდი მოხსნა.

„ლივერპული“ არ აგებს „ენფილდზე“ ევროთასების ნახევარფინალურ მატჩს: 16 მოგება და 3 ფრე.

„ლივერპულს“ ბოლო 11 მატჩში 9 მოგება და 2 ფრე აქვს.

მანემ აფრიკელებს შორის დროგბას რეკორდი გაიმეორა: ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 14 გოლი გაიტანა.

კლოპი: „ლივერპულმა“ კარგი მატჩი ჩაატარა. მეორე შეხვედრაშიც ასეთივე განწყობა უნდა იყოს“.

ჰენდერსონი: „ლივერპულს“ პირველ გოლზე ცოტა გაუმართლა. სტუმრად რთული იქნება“.

რობერტსონი: „ლივერპულს“ კიდევ სურდა გატანა, მაგრამ კმაყოფილი ვართ“.

უეფა ტიაგოზე: „ყველა 90 წუთი საფეხბურთო მოედანი მის საკუთარ სათამაშო მოედანს ჰგავდა“.

„ვილიარეალის“ მცველი ტორესი: „ჩვენ საკუთარი შეცდომების გამო დაგვსაჯეს. ვინარჩუნებთ თავდაჯერებულობას“.

ემერი: „ყველაფერი სხვაგვარად იქნება განმეორებით თამაშში. „ვილიარეალს“ შანსი ექნება“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: იტალიაში კვარაცხელიას გვრის წარმოთქმას ცდილობენ

ქეცბაიამ შესაძლოა უოტფორდი გაწვრთნას: ქართველი ერთ-ერთი კანდიდატია