პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისს უჩვეულოდ გაიხსნა. სტადიონის ნაცვლად ცერემონია მდინარე სენაზე მოეწყო. გახსნამ სოცქსელებსა და მედიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. კერძოდ, ორგანიზატორებს სერიოზულად მოხვდათ იმ სცენისთვის, როდესაც ლეონარდო და ვინჩის სახელგანთქმული „საიდუმლო სერობის“ პაროდია გააკეთეს.
ამ სცენაში წინა პლანზეა ცისფრად შეღებილი თითქმის გაშიშვლებული მსახიობი, რომელიც ღვინისა და ნაყოფიერების დიონისეს გამოსახავს.
ამ სცენისას მაყურებლის წინაშე არატრადიციული ორიენტაციის ხალხი წარდგა. კრიტიკა სპორტის ფარგლებს გასცდა და დადგმის აბსურდულობაზე ჩინოვნიკები, პოლიტიკოსები, რელიგიის წარმომადგენლები და ცნობილი ხალხი მიუთითებს.
ნეგატიური რეაქცია გამოიწვია თამაშების პარტნიორების მხრიდანაც. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Spire-მა საერთოდ გაწყვიტა თანამშრომლობა.
„შოკირებული ვართ „საიდუმლო სერობაზე“დაცინვით. ჩვენ მოვაშორებთ ჩვენს რეკლამას თამაშების ობიექტებიდან“, – ნათქვამია კორპორაციის განცხადებაში.
პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ცერემონიას „ყველა სპორტსმენისა და გულშემატკივრისთვის სილის გაწნა უწოდა“.
მილიარდერმა ილონ მასკმა დაწერა: „ეს დიდი უპატივცემულობაა ქრისტიანების მიმართ“.
ორგანიზატორები გააკრიტიკა საფრანგეთის ეპისკოპოსების კონფერენციამ (CEF), რომლის აზრით შოუში აჩვენეს „ქრისტიანებისადმი დაცინვისა და შეურაცხყოფის სცენები“.
როგორ იმართლეს თავი
ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ბოდიში მოიხადა „გარკვეული ეპიზოდების“ გამო და განაცხადა, რომ არ აპირებდა არცერთი რელიგიური ჯგუფისადმი უპატივცემულობას და რომ მიზანი იყო ხალხის გაცნობიერება დ ა ტოლერანტობა.
იდეის ავტორი გახლავთ 42 წლის ფრანგი მსახიობი და თეატრალური კომპანია La Piccola Familia-ის სამხატვრო ხელმძღვანელი ტომა ჟიული, რომელმაც ინტერვიუში განიხილა საკამათო ეპიზოდები, ხოლო „საიდუმლო სერობასთან“ შედარება უარყო.
„ეს არ ყოფილა შთაგონების წყარო. ყველაფერი ნათელია: აქ არის დიონისე, რადგან ის არის დღესასწაულის ღმერთი, ღვინისა და მდინარე სენას ქალღმერთის მამა. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ოლიმპთან და ოლიმპიზმთან დაკავშირებული ფესტივალი მოგვეწყო“.
GIPHY App Key not set. Please check settings