პეკინის ზამთრის 24-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით 21 წლის მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი გამოდიოდა. საბამ სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა 34 სპორტსმენს შორის 31-ე ადგილზე დაასრულა.
საბა 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგურავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილის შვილია.
საბას გამოსვლას სტატია ავტორიტეტულმა BBC-მ მიუძღვნა. როგორც გამოცემა წერს ქართველი მოციგურავის ოცნება მისი ტრაგედიიდან 12 წლის შემდეგ მისი ბიძაშვილის შვილმა შეასრულა.
“დაე, შენ ზიდო მისი ოლიმპიური ოცნება შენი მხრებით და შენს გულში მის სულს შეეჯიბრო” -ეს ფიცი ქართველმა ოლიმპიელებმა ვანკუვერის ოლიმპიადის გახსნამდე დადეს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings