იტალიურ “ნაპოლიში” ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ქართულ და იტალიურ მედიაში მთავარი სასაუბრო თემაა. იტალიური გამოცემები წერენ, რომ ლორენცო ინსინიეს გუნდიდან წასვლის შემდეგ, “ნაპოლიში” კვარაცხელიას მთავარი კონკურენტი ირვინგ ლოსანო იქნება. მექსიკელი მარცხენა ფრთაზე თამაშობს, იქ სადაც ჩვენიანი.
“ინსინიეს წასვლის შემდეგ, კვარაცხელიას მთავარი კონკურენტი მარცხენა ფრთაზე ლოსანო იქნება. მექსიკელი ამ ფრთაზე თავს კომფორტულად გრძნობს, მაგრამ არის ერთი პრობლემმა. ბოლო თვეების განმავლობაში ლოსანომ არაერთხელ გამოთქვა კლუბის დატოვების სურვილი და ამ შემთხვევაში კვარაცხელიას ძირითადში ადგილი გარანტირებული ექნება”, – წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის აზრდილია. სხვადასხვა დროს, “დინამოს”, “რუსთავის”, მოსკოვის “ლოკომოტივის”, ყაზანის “რუბინის” ღირსებას იცავდა. ამჟამად, ბათუმის “დინამოს” რიგებში ირჯება.
გეტყვით იმასაც, რომ კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება ბოლო მონაცემებით მილიონი ევროთი შემცირდა და ახლა 15 მილიონი ევროა.
GIPHY App Key not set. Please check settings