in ,

ნაპოლიში კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალები ცნობილია: 5 წლიანი კონტრაქტი და მილიონი ევრო წელიწადში

ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი გახდება. ქართველი ფეხბურთელი, რომ ნეაპოლელებს შეუერთდება ეს გუშინ “ნაპოლის” ოფიციალური რადიოს ვებგვერდმა დაადასტურა.

დღეს კი, napolicalciomercato ასაჯაროვებს კონტრაქტის დეტალებს, რომელზეც კვარაცხელიას აგენტები და იტალიური გუნდის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ.

წყაროს ცნობით ხვიჩა კვარაცხელია ლუჩიანო სპალეტის გუნდს ლორენცო ინსინიეს შემცვლელად შეუერთდება და ამ ტრანსფერის სანაცვლოდ ნეაპოლელები ბათუმის “დინამოს” 10 მილიონ ევროს გადაუხდიან. კვარაცხელია კი, წელიწადში ხელფასის სახით 1 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინი” უკრაინა-რუსეთის საომარი მოქმედების შემდეგ, რუსეთისადმი დაწესებული საქნციების შედეგად დატოვა და დროებით ბათუმის “დინამოში” ჩაირიცხა.

კვარაცხელიას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 5 გოლია.

კვარაცხელია ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც მარადონას სტადიონზე ქომაგების გაგიჟება შეუძლია

კვარაცხელია ივნისში ნაპოლის ფეხბურთელი გახდება-ნაპოლის ოფიციალური რადიო

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა: ყატარში სიკვდილი არ იქნება

ვიდეო: ჩაკვეტაძის სადებიუტო გოლი ჰამბურგში