იტალიური “Corriere dello Sport”-ის ცნობით, “ნაპოლი” “ანჟერის” ნახევარმცველის, აზედინ უნაის შეძენასთან ახლოსაა.
უნაი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე და მაროკოს ნაკრების შეუცვლელი წევრი გახლდათ.
“ნაპოლი” მის სანაცვლოდ “ანჟერს” 20 მილიონ ევროს სთავაზობს, თავად ფრანგული კლუბი ზაფხულამდე მოცდას ამჯობინებს, თუმცა ფეხბურთელს “პარტენოპეის” რიგებში თამაში სურს.

GIPHY App Key not set. Please check settings