“ნაპოლიმ” გვაუწყა, რომ გუნდის მეკარე ალექს მერეტს კონტრაქტი გაუხანგრძლივა.
ახალი შრომითი ხელშეკრულებით, ის გუნდში 2024 წლამდე იქნება და კონტრაქტში იდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, შეთანხმება კიდევ 1 წლით გაგრძელდება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2022/10/FeUpofoWYAQvDn7-1024x960.jpg)
მერეტი “ნაპოლის” ღირსებას 2019 წლიდან იცავს და ამ ზაფხულს მისი კლუბიდან წასვლის ალბათობა ძალიან დიდი იყო.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings