რაჯა ნაინგოლანი, რომ სიგარეტთან მეგობრობს არ ახალი ამბავია. მეტიც, რიგ მომენტებში ის საერთოდ არ ერიდება საჯაროდ შესაშური ტექნიკის გამომჟღავნებას. ჰოდა, გუშინ ერთი ასეთი იყო.
რაჯამ იუპერ ლიგის მე-12 ტურის მატჩის წინ, სადაც მისი “ანტვერპენი” გასვლაზე “სტანდარტს” უნდა შეხვედროდა, სათადარიგოთა სკამზე სიგარეტი მოწია.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2022/10/FfVThryWAAUsmFX-908x1024.jpg)
საინტერესოა, რომ 34 წლის ფეხბურთელი სათადარიგოთა შორის გახლდათ და ის მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა, მისი გუნდი კი 0:3 დამარცხდა.
ამ ფაქტის სააშკარაოზე გამოსვლის შემდეგ, “ანტვერპენის” ხელმძღვანელობამ ვეტერანი ბელგიელი მთავარი გუნდიდან მოკვეთა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ნაინგოლანი სიგარეტით დააფიქსირეს. ის თამბაქოს მომხმარებლად სერია A-შიც შეუნიშნავთ.
GIPHY App Key not set. Please check settings