in ,

მხოლოდ სამი გუნდი: ნახევარი ლივერპული აქაა – პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრები

WhoScored-მა 2021/22 წლების ინგლისის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

ნაკრებში ფეხბურთელები შეარჩიეს პრემიერლიგაში ჩატარებულ თამაშებში მიღებული საშუალო შეფასებების მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ სიმბოლურში მხოლოდ სამი გუნდის წარმომადგენლები მოხვდნენ. აქედან მეორე ადგილზე გასული „ლივერპულიდან“ ორჯერ მეტი ფეხბურთელია, ვიდრე ჩემპიონი „სიტიდან“ (6/3).

მეკარე: ალისონი („ლივერპული“) – 6,9;

დაცვა: ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი („ლივერპული“) – 7,5, ჟოელ მატიპი („ლივერპული“) – 7,4, ვირხილ ვან დეიკი („ლივერპული“) – 7,2, ჟოაო კანსელო („სიტი“) – 7,4;

ნახევარდაცვა: მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“) – 7,5, როდრი („სიტი“) – 7,4, კევინ დე ბრუინი („სიტი“) – 7,6, სონი („ტოტენჰემი“) – 7,5;

თავდასხმა: სადიო მანე („ლივერპული“) – 7,3, ჰარი კეინი („ტოტენჰემი“) – 7,5.

აქ ერთად არიან: ბუნდესლიგის სიმბოლური ნაკრები

ინტერის გარეშე: სერია ა-ს სიმბოლური ნაკრები

მესიც მოხვდა: ლიგა 1-ის სიმბოლური ნაკრები

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აქ ერთად არიან: ბუნდესლიგის სიმბოლური ნაკრები

ინგლისელი ვარსკვლავი იტალიური ბრენდის ელჩი გახდა: რამდენს გადაუხდიან ჯეკს