in ,

მოურინიოს სამაგიეროს გადახდა აღარ გამოსდის: ოთხეული იძაბება (31-ე ტური)

ინგლისში 31-ე ტური ჩატარდა და რაც უფრო ფინიშისკენ მიდიან გუნდები, მით უფრო იძაბება ვითარება ოთხეულში მოსახვედრად. ამ მხრივ გამორჩეული თამაში შედგა ლონდონში, სადაც „ვესტ ჰემმა“ „ლესტერს“ უმასპინძლა და 3:2 მოუგო. შესაძლოა ანგარიში დაძაბულ შეხვედრაზე მეტყველებს, მაგრამ „ჩაქუჩები“ 3:0-ს იგებდნენ და მეორე გოლი მსაჯის მიერ წამატებულ დროში გაუშვეს. „ლესტერი“ კი დარჩა მესამე ადგილზე (56 ქულა), მაგრამ ახლა მხოლოდ 1 ქულით უსწრებს „ვესტ ჰემს“ (55 ქულა).

შორს არ არიან „ჩელსი“ (54 ქულა) და „ლივერპული“ (52) ქულა), რომლებმაც თავიანთი მატჩები მოიგეს. განსაკუთრებით გამოსარჩევია მერსისაიდელების წარმატება, რომლებმაც როგორც იქნა შეწყვიტეს საყვარელ „ენფილდზე“ გაუთავებელი წაგებები და თან გამარჯვების გოლი ბოლო წუთს შეაგდეს. მოკლედ, „ლივერპულს“ თუ სურს შეძვრეს ოთხ გუნდში, ქულების კარგვას უნდა შეეშვას, რაც ბოლო დროს გამოსდის კიდეც – ბოლო სამი თამაში მოიგო.

მთავარი მატჩი კი „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერს“ შორის იყო. ინტრიგას მოურინიოს ფაქტორიც მმატებდა, რომელსაც „იუნაიტედისთვის“ დასამტკიცებელი ჰქონდა, რომ ის არის განსაკუთრებული და პირველი ტაიმის მერე აკეთებდა კიდეც ამას (1:0), თუმცა მეორე ნახევარში „მანჩესტერმა“ ულაპარაკოდ აჯობა და დამსახურებულადაც მოიგო – 3:1.

ამით „იუნაიტედმა“ კი შეამცირა სხვაობა მოულოდნელად შინ წამგებ „სიტისთან, თუმცა საჩემპიონო ინტრიგის დაბრუნებაზე საუბარი მაინც ცოტა გადაჭარბებულად ჩანს. „სიტი“ თანაქალაქელ „მანჩესტერს“ 11 ქულით და 1 ზედმეტი მატჩით უსწრებს.

„ლივერპულმა“ დეკემბრის მერე პირველად მოიგო „ენფილდზე“. მას შემდეგ 6 წაგება და 2 ფრე იყო.

„ასტონ ვილას“ ფორვარდმა უოტკინსმა ერთ სეზონში „ლივერპულს“ 4 გოლი გაუტანა. ეს არშავანის შემდეგ არავის გამოსვლია.

„სიტიმ“ ბოლო 7 მატჩიდან პირველად წააგო. არადა, გუნდი მთელი მეორე ტაიმი „ლიდსთან“ უმრავლესობაში იყო.

„სიტის“ 11 ქულა სჭირდება 6 მატჩში ჩემპიონი რომ გახდეს.

„ლიდსმა“ 2-ჯერ დაარტყა და ორივეჯერ გაიტანა. „სიტის“ 29 დაუგროვდა და მხოლოდ 1 გოლი.

კაი ჰავერცმა პრემიერლიგაში პირველად გაიტანა ოქტომბრის შემდეგ. მას 6 გოლი აქვს გატანილი „ჩელსის“ 35 მატჩში.

„ტოტენჰემს“ 1 გამარჯვება აქვს ბოლო 5 შეხვედრაში.

ჯესი ლინგარდმა „ვესტ ჰემში“ ჩატარებულ 9 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მისცა.

პრემიერლიგა – 31-ე ტური

ფულჰემი – ვულვერჰემპტონი 0:1
სიტი – ლიდსი 1:2
ლივერპული – ასტონ ვილა 2:1
კრისტალ პალასი – ჩელსი 1:4
ბარნლი – ნიუკასლი 1:2
ვესტ ჰემი – ლესტერი 3:2
ტოტენჰემი – მანჩესტერი 1:3
შეფილდი – არსენალი 0:3

ორშაბათი, 12 აპრილი
ვესტ ბრომვიჩი – საუთჰემპტონი
ბრაიტონი – ევერტონი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია იუვენტუსის ახალგაზრდულ პროექტს იდეალურად ერგება: Tuttosport

ინტერმა მილანს რეკორდი მოუხსნა: ერთ კვირაში ჯახებია (30-ე ტური)