გუშინ გაუწყეთ, რომ ბათუმის “დინამოსა” და თურქულ “ტრაბზონსპორს” შორის შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო და აზაროვი მალრ თურქულ კლუბს შეუერთდებოდა, მაგრამ…
თურქული 61saat.com იუწყება, რომ მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეული იყო. აზაროვი აგენტთან ერთად ტრაბზონში იმყოფება და მალე კონტრაქტიც უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ წყაროს ცნობით ბათუმის “დინამომ” კონტრაქტის დეტალები ბოლო მომენტში შეცვალო და იმაზე მეტი მოითხოვა, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო განსაზღვრული. მოგეხსენბათ, თავიდან რა ინფორმაციაც ვრცელდებოდა, “ტრაბზონსპორი” ქართველი განაპირა მცველის სანაცვლოდ მილიონ ევროს იხდიდა.
წყარო წერს, რომ კლუბები აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ცდილობენ, მაგრამ თურქულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, არააა გამორიცხული შეთანხმება ჩაიშალოს.
GIPHY App Key not set. Please check settings