გიორგი მიქაუტაძეს პირველი შედეგიანი მოქმედება აქვს „ლიონში“. მე-8 ტურში ჩვენიანის გუნდმა სტუმრად „ლე ავრი“ 4:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი თადარიგში იყო და 72-ე შევიდა. თუმცა საგოლე პასის გაკეთება მაინც მოასწრო.
ისედაც, მიქაუტაძე ძალიან აქტიური იყო და 87-ე წუთზე საიდ ბენრაჰმას ბრწყინვალე საგოლე გადაცემა ქუსლით გაუკეთა.
მიქაუტაძის შეფასებებია: Flashscore – 7.2; Sofascore – 7.4; Whoscored – 6.9.
ჰავრი – ლიონი 0:4
გოლები: 0:1 აბნერი (32), 0:2 ფოფანა (57), 0:3 ლაკაზეტი (71), 0:4 ბენრაჰმა (87)
“ლიონმა” ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, 8 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა
მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს ევროპა ლიგაზე შინ „ბეშიქთაშთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings