ლიგა 2-ში ქართველების ბრძოლა ლიგა 1-ში დასაწინაურებლად გრძელდება. ასევე გრძელდება გიორგი მიქაუტაძის შოუ. ქართველმა ფორვარდმა მორიგ შეხვედრაში კიდევ ერთხელ ულიდერა გუნდს, დუბლი შეასრულა და „მეცს“ სტუმრად „ნიორთან“ მოაგებინა – 3:1.
პირველი ტაიმის მიწურულს გიორგიმ პენალტი ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.
83-ე წუთზე მიქაუტაძემ მეტოქის მცველის გადაცემა ჩაჭრა, კარისკენ გაიქცა და უპირატესობა გაზარდა – 3:1.
34 ტურის შემდეგ „მეცი“ მე-3 ადგილზე დარჩა (62 ქულა), ის ისევ 3 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან „ბორდოს“.
შემდეგ ტურში „მეცის“ მეტოქე „გრენობლი“ იქნება 13 მაისს.
GIPHY App Key not set. Please check settings