in ,

მიქაუტაძე მეორეა: გიორგი თვის ფეხბურთელებში მოხვდა

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა (UNFP) გამოკითხვა ჩაატარა და ლიგა 2-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა.

ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მეორე ადგილზე გავიდა.

გაგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო: მის ანგარიშზე 4 გოლი და 4 ასისტია. ჩვენიანი ორჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

მიქაუტაძემ ხმების 25% მიიღ, პირველ ადგილზე გასულმა „სენტ-ეტიენის“ კოტდ’ივუარელმა თავდამსხმელმა ჟან-ფილიპ კრასომ 60% მიიღო. მესამე ადგილზე 15%-ით „დიჟონის“ შემტევი მიქაელ ლე ბიანი გავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეთამაშეთ კოსოვოს, თორემ დაგსჯით: უეფა იმუქრება

უკვე აღარ ვიცით რა მეტსახელი მოვუფიქროთ: ხვიჩას ფანები ქართულის სწავლას იწყებენ