in

მიქაუტაძეს ესპანეთიდანაც აკვირდებიან, სევილიას ქართველი ფლანგიდან უნდა

გიორგი მიქაუტაძის შესაძლოა ტრანსფერზე ბევრი იწერება. ბოლოს ფრანგული კლუბები გააქტიურდნენ და „მონაკოზე“ სერიოზულადაც დაიწერა. ახლა კი ესპანური გუნდებიც გამოჩნდნენ. ქართველი ფორვარდით „სევილია“ დაინტერესდა. მიქაუტაძე ასევე მადრიდის „ატლეტიკოს“ აინტერესებს.

„აიაქსმა“ 2023 წლის აგვისტოში მიქაუტაძეში დაახლოებით 16 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ ჩვენიანს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა და გიორგიც იჯარით „მეცში“ დაბრუნდა, სადაც 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა (გაყიდვამდე და იჯარით აყვანის შემდეგ ჯამში) და ბევრის ყურადღება მიიპყრო.

„სევილიაში“ ამჟამად თავდასხმაში ისააკ რომერო, იუსეფ ენ-ნესირი და მარიანო დიასი თამაშობენ, ქართველს კი უფრო ფლანგის შემტევად განიხილავენ.

თუმცა მანამდე გიორგის “მეცში” აქვს საქმე ბოლომდე მისაყვანი. თავისი გუნდი ლიგა 1-ში უნდა დატოვოს და საამისოდ პლეი აუტის ორმატჩიანი ფინალი ელოდება “სენტ ეტიენთან”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველების პლეი ოფები: ლოჩოშვილი ფინალშია, მეცის მეტოქე გაირკვა

მამარდას 100 მატჩი: ვალენსიამ სეზონი ქულით დაასრულა – გიორგიმ პენალტი კინაღამ აიღო