in

მინდა ჩემპიონები გავხდეთ, მარადონამ კი ციდან ლეოს უქომაგოს: მესის შვილმა წერილი დაწერა – ფოტო

ლეო მესის უფროსმა ვაჟმა მამას და არგენტინის ნაკრებს მიმართა ფინალის წინ.

შვილის ბლოკნოტიდან ფოტო სოცქსელებში არგენტინის ნაკრების კაპიტნის ცოლმა ანტონელა როკუცომ გაავრცელა.

ტიაგომ არგენტინული როკ-ჯგუფის La Mosca-ის სიმღერის ტექსტის ციტირება მოახდინა Muchachos, ahora nos volvimos a ilusionar (ბიჭებო, ახლა ჩვენ კვლავ გვჯერა), რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დროს გახდა პოპულარული.

„მე დავიბადე არგენტინაში, დიეგოს, ლეოს და მალვინელი ბიჭების ქვეყანაში (საუბარია ფოლკლენდის კუნძულებზე, რომელსაც არგენტინელები მალვინის კუნძულებს უწოდებენ – Islas Malvinas), რომლებსაც არასოდეს დავივიწყებ. ვერ ავხსნი, რადგან ვერ გაიგებთ, როგორი ფინალები წავაგეთ. და რამდენი წელი ვტიროდი.

მაგრამ ყველაფერი უკან დარჩა, რადგან „მარაკანაზე“, ბრაზილიასთან ფინალში, ჩვენ ისევ გავიმარჯვეთ (საუბარია 2021 წლის კოპა ამერიკის ფინალზე).

ახლა ჩვენ ისევ გვაქვს იმედი. მინდა, რომ მესამედ მოვიგოთ. მინდა, რომ მსოფლიო ჩემპიონები გავხდეთ. და ვნახო დიეგო ცაში დონ დიეგოსთან და La Tota-თან (საუბარია მარადონასა და მის მშობლებზე) ერთად, რომლებიც ლეოს გულშემატკივრობენ“, – გადაწერა ტიაგომ სიმღერის ტექსტი.

არგენტინისა და საფრანგეთის ფინალი დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ეს დიდი ალბათობით ლეო მესის ბოლო მატჩი იქნება ეროვნულ გუნდში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თუ ღვთის სამართალი არსებობს, მესი მოიგებს: მინდა სიკვდილის წინ ჩაგეხუტო… კომენტარები ფინალის წინ

მესის და მბაპეს რეკორდები: საინტერესო ფაქტები ფინალზე