in ,

მინდა ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მომცა… შოთა ახალი წიგნიდან ჰოლანდიურ ეპიზოდს იხსენებს

დიდი ხანი არ არის, რაც დაანონსდა, რომ შოთა არველაძე მისი ბიოგრაფიული წიგნის განახლებულ ვერსიას გამოსცემს (გამომცემლობა “არტუნუჯთან” თანამშრომლობით).

შოთამ წიგნი 12 წლის წინ კარიერის დასრულების შემდეგ დაწერა, მალე კი წიგნის („გუშინ“) განახლებული ვერსია გამოვა.

ახლა კი შოთამ ერთი ემოციური ამბავი გაიხსენა, სოცქსელში გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ ამ და სხვა მსგავსი საინტერესო ამბების წაკითხვა სწორედ მის ახალ წიგნში შეეძლება გულშემატკივარს.

არველაძე ჯერარდის შემცვლელად? შოთის რეინჯერსში ელიან

გთავაზობთ შოთას პოსტს:

იცით, რომელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაიკა? ბრედასთან, პირველი მატჩის შემდეგ, მე და აჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ გამირეცხია, მინდა ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მომცა და მისი სუნი ასდიოდეს…

ეს თამაში ორივესთვის ურთულესი აღმოჩნდა. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება ერთ გუნდში ვთამაშობდით და რაც გაგვაჩნია – გამარჯვებების ჩათვლით, ორივეს გვეკუთვნის. თბილისიდან მთელი ოჯახი დაირაზმა და ამ მატჩის საყურებლად ჩამოვიდა ამსტერდამში. ჩემი მშობლები დაბნეულები ჩანდნენ, არ იცოდნენ, ვისთვის ეგულშემატკივრათ. არც მედიას დაუტოვებია ეს ფაქტი ყურადღების გარეშე და საკმაოდ დიდი გადაცემა მოგვიძღვნეს. ბოლოს ჩვენებმა ბრედას გულშემატკივრობა გადაწყვიტეს. ამას იმით ხსნიდნენ, რომ აიაქსი ჩემპიონობას მაინც შეძლებდა, აჩის კი აიაქსთან გამარჯვება სჭირდებოდა. თამაში მაინც აიაქსის გამარჯვებით დასრულდა… ტყუპებმა თავი ვერაფრით გამოვიჩინეთ, ალბათ გაგვიჭირდა ამ ყველაფრის აღქმა… მინდორზეც რაღაც დაბნეულები დავრბოდით.

ეს და სხვა ისტორიები, დეტალურად წაიკითხეთ ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნში…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

6 წუთის ამბავი: ჰაალანდმა გაიტანა, არ ჩაუთვალეს, პენალტი დაუდეს და თავიდან დაარტყმევინეს – დორტმუნდი გავიდა

ფოტო: პორტო ყირაზე გადავიდა – ნახეთ რა ხდებოდა გასახდელში