in ,

მთავარი ატლეტიკო-რეალის მატჩზე

მადრიდელებმა, „რეალმა“ და „ატლეტიკომ“ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ფრედ ითამაშეს (1:1). სუარესის გოლს მატჩის მიწურულს ბენზემამ უპასუხა. ვერც „რეალმა“ შეამცირა ლიდერთან ჩამორჩენა და ვერც „ატლეტიკო“ დაუსხლტა მდევრებს.

რეალი ბოლოს გადარჩა და ინტრიგა დატოვა

„ატლეტიკო“ ლა ლიგაშა „რეალს“ უკვე 5 წელიწადზე მეტია ვერ უგებს.

ქარიმ ბენზემა „რეალის“ ლეგიონერებს შორის პირველ ადგილზე გადავიდა ლა ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (371), ფრანგმა ბრაზილიელ რობერტო კარლოს გადაასწრო (370).

ზინედინ ზიდანი გაუტოლდა ვისენტე დელ ბოსკეს ყველა ტურნირზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით. ორივე სპეციალისტს 246 მატჩი აქვთ აქტივში, წინ დიდი სხვაობით მიგელ მუნიოსია – 605.

„ატლეტიკომ“ ვერ მოახერხა „რეალთან“ ლა ლიგის ბოლო 10 მატჩიდან ერთის მოგებაც კი – 6 ფრე და 4 წაგება. ეს არის ყველაზე გრძელი მოუგებელი სერია დერბიში დიეგო სიმეონეს ხელში.

ლუის სუარესმა „რეალის“ წინააღმდეგ ლა ლიგაში 10 გოლი გაიტანა (13 მატჩში). ყველაზე მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ფეხბურთელმა ურუგვაელის ლა ლიგაში პირველი სეზონიდან მოყოლებული (2014/15).

„რეალს“ არ წაუგია „ვანდაზე“ 4-დან არცერთი თამაში ლა ლიგაში – 1 მოგება და 3 ფრე. „გალაქტიკოსი“ ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც „ატლეტიკოს“ ახალ სტადიონზე არ წაუგია.

ზიდანმა ლა ლიგაშა „ატლეტიკოსთან“ არცერთი გასვლითი თამაში (4) არ წააგო – 1 მოგება და 3 ფრე. ფრანგი გახდა მეორე მწვრთნელი, რომელმაც პირველი 4 გასვლითი დერბი არ წააგო. პირველი იყო ლუის მოლოვნა 1986 წელს (3 მოგება და 1 ფრე).

ლუის სუარესი გახდა მე-6 ფეხბურთელი, რომელმაც „რეალს“ გაუტანა როგორც „ატლეტიკოს“, ისე „ბარსელონას“ რიგებში. ურუგვაელამდე ესენი იყვნენ: მარსიალ პინა, მარკოს ალონსო პენია, ხესუს ლანდაბურუ, ხულიო სალინასი და სიმაუ სამბროზა.

არცერთ ფეხბურთელს არ მიუცია იმდენი საგოლე პასი ამ სეზონში, რამდენიც მარკოს ლორენტეს – მას და „სელტას“ იაგო ასპასს 8 ასისტი აქვთ.

მარკოს ლორენტემ და ლუის სუარესმა 6 გოლი გაიტანეს ერთმანეთის პასებით ამ სეზონში – 4 გოლი აქვს ესპანელს და 2 ურუგვაელს. ეს ყველაზე მეტია ესპანეთის ჩემპიონატის შემტევებს შორის.

იან ობლაკმა 7 სეივი გააკეთა „რეალის“ წინააღმდეგ – უფრო მეტი, ვიდრე რომელიმე სხვამ ამ სეზონში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსაში ძველი ახალი ეპოქა იწყება: ლაპორტა პრეზიდენტია

ისევ ლევანდოვსკის რეკორდები… ბუნდესლიგა ფაქტებში (24-ე ტური)