in

მე ერთადერთი ვარ: კრიშტიანოს რეკორდები

პორტუგალიამ მუნდიალი მოგებით დაიწყო – 3:2 განა დაამარცხა და კრიშტიანო რონალდომ პენალტით გატანილი გოლით ისეტ რეკორდი დაამყარა, რომელიც ძალიან დიდხანს იქნება მიუღწეველი – კრიშტიანო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 5 სხვადასხვა მუნდიალზე გაიტანა.

კრიშტიანო რონალდო: „მე ერთადერთი ვარ, რომელმაც ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა და ვამაყობ ამით“.

რონალდო მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს სარეკორდოდ, მეშვიდედ. მესის და რობენს 6 ასეთი აღიარება აქვთ.

რონალდომ მე-8 გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატზე და მარადონას და რივალდოს დაეწია. კლოზეს გოლამდე ძალიან ბევრია – 8 ბურთი.

რონალდომ პორტუგალიის ნაკრებში 10 დიდ ტურნირზე გაიტანა ზედიზედ და რეკორდი დაამყარა.

რონალდო მე-5 მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს – მან რეკორდი დაამყარა. მარტო მესის აქვს ასეთი შედეგი შეტევის მოთამაშეებს შორის.

ევრო 2004-დან მოყოლებული რონალდო მე-10 დიდ ტურნირზე თამაშობს. ეს ევროპული რეკორდია.

პორტუგალიამ პირველად 2006 წლიდან სტარტი მოგებით დაიწყო. მაშინ ნახევარფინალამდე მივიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტიტე: ნეიმარი აუცილებლად ითამაშებს!

სრული სიგიჟე: მანჩესტერ იუნაიტედის ყიდვას APPLE გეგმავს