in ,

მე არა, ეს – ბრუნოს 3 გოლი პოგბას 4 პასმა გადაფარა: I ტური

ევროპის ყველაზე სასეირო ჩემპიონატი დაიწყო. ინგლისის პრემიერლიგამ პირველსავე ტურში გაამართლა იმედები. ჯერ ერთი, რა კარგი სანახავია სავსე ტრიბუნები და აღრიალებული ფანები. კარგი სანახავი იყო „ნიუკასლისა“ და „ვესტ ჰემის“ მატჩი, მაგრამ ყველაზე კარგი შთაბეჭდილება მაინც „მანჩესტერმა“ დატოვა – ბრუნო ფერნანდეშმა 3 გოლი შეაგდო (არცერთი პენალტით), მაგრამ საუკეთესო მაინც სხვა კაცი იყო. ესე იგი როგორ უნდა ეთამაშა, ხომ წარმოგიდგენიათ. ეს პოლ პოგბა გახლავთ, რომელმაც 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
რეკორდს გაწვდა მო სალაჰი, ხოლო „სიტი“ ჯერ მოსაქოქია. მოკლედ, თითების ჩაკვნეტის დრო დადგა.

პრემიერლიგის ისტორიაში მე-2000 პენალტი გამოიყენა „ასტონ ვილას“ ახალწვეულმა დენი ინგსმა.

„ლივერპულის“ მეორე გოლი (ფირმინიო) 8000-ე გოლია ინგლისის ჩემპიონატებში. წინ მარტო „მანჩესტერია“ (8089). სალაჰმა ლიგის რეკორდიც დაამყარა, მან ჩემპიონატის პირველ ტურში ზედიზედ მეხუთედ გაიტანა.

კლოპი „ნორვიჩთან“ 3:0-ზე: „ლივერპული“ აქ სანახაობრივი მატჩის ჩასატარებლად არ ჩამოსუვსულვართ, არამედ სეზონისთვის საფუძვლის ჩასაყრელად“.

ტუხელი „კრისტალ პალასთან“ 3:0-ზე: „ჩელსი“ კარგად თამაშობდა თავიდან ბოლომდე. იდეალური თამაში არ არსებობს“.

სულშერი „ლიდსთან“ 5:1-ზე: „ვერ მოვითხოვდი უფრო მეტს, ფანტასტიური დღეა. ძალიან კმაყოფილი ვარ შემადგენლობით“.

პოლ პოგბა „მანჩესტერის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგის ერთ მატჩში 4 საგოლე პასი გააკეთა.

ბრუნო ფერნანდეშმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. მას 48 (29+19) ქულა აქვს პრემიერლიგაში „მანჩესტერში“ დებიუტიდან – ყველაზე მეტი ლიგაში.

პრემიერლიგის სასტარტო ტურებში 7 გოლი გაიტანა „ლესტერის“ თავდამსხმელმა ჯეიმი ვარდიმ. ერთით მეტი აქვთ ლეგენდებს – ლემპარდს, რუნის და შირერს.

ზედიზედ 94 მატჩი არ გაუძევებიათ „ბარნლის“ ფეხბურთელი პრემიერლიგის მატჩებში. ეს ტურნირის რეკორდის გამეორებაა, რომელიც „იფსვიჩს“ ეკუთვნოდა (1992-94 წწ).

„არსენალმა“ ახალწვეულთან ჩემპიონატის პირველ ტურში პირველად წააგო 45 წლის განმავლობაში.

„არსენალი“ გააკრიტიკა… რუანდის პრეზიდენტმა პოლ კაგამემ, რომელიც ამ კლუბის ქომაგია, მოსაგებად ითამაშეთ, ეს რა უბედურება არისო.

„სიტიმ“ პირველად წააგო 14 წლის განმავლობვაში 3 ოფიციალური მატჩი ზედიზედ ისე, რომ გოლი ვერ გაიტანა.

პრემიერლიგა – I ტური

ბრენტფორდი – არსენალი 2:0
მანჩესტერი – ლიდსი 5:1
ბარნლი – ბრაიტონი 1:2
ჩელსი – კრისტალ პალასი 3:0
ევერტონი – საუთჰემპტონი 3:1
ლესტერი – ვულვერჰემპტონი 1:0
უოტფორდი – ასტონ ვილა 3:2
ნორვიჩი – ლივერპული 0:3
ნიუკასლი – ვესტ ჰემი 2:4
ტოტენჰემი – სიტი 1:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა საჭიროა მესი, როცა აგერ ბრაიტვაიტია: ფავორიტებმა მოიგეს – I ტური

რონალდო წასვლას დათანხმდა: ვინ გაქაჩავს მის წაყვანას