in , ,

მეფეები, დიდი მეფეები: რეალი არ თამაშობს, რეალი იგებს – ფინალისტების ეფექტიანობა

„რეალმა“ დაამარცხა „ლივერპული“ და ისევ მოიგო ჩემპიონთა ლიგა – უკვე მე-14-ედ!

დესიმოკუარტა – 14: ძველი ამბავი: რეალმა ჩემპიონთა თასი აიღო

ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდის „რეალის“ სტიქიაა. „რეალი“ გადამწყვეტ მატჩს თითქმის 40 წელია არ აგებს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების ეფექტიანობა

რეალი – 14/17 – 82.35%
მილანი – 7/11 – 63.64%
ბაიერნი – 6/11 – 54.55%
ლივერპული – 6/10 – 60%
ბარსელონა – 5/8 – 62.5%
აიაქსი – 4/6 – 66/67%
ინტერი და მანჩესტერი – 3/5 – 60%
იუვენტუსი – 2/9 – 22.2%
ბენფიკა – 2/7 – 28.57%
ჩელსი – 2/3 – 66/67%

„რეალის“ 14 ჩემპიონთა თასთან ახლოსაც ვერავინ მივა. მადრიდელები ფინალების რაოდენობითაც ლიდერები არიან – 17 ფინალი. 21-ე საუკუნეში 6 ფინალი იყო – „რეალმა“ ყველა მოიგო.

„რეალის“ ფანტასტიური პროდუქტიულობა შთამბეჭდავია: 82.35%.
მართალია „ნოტინგემ ფორესტს“ და „პორტოს“ 100%-იანი მაჩვენებელი აქვთ, მაგრამ მათ მხოლოდ ორ-ორი ფინალი ითამაშეს. ამიტომ ჩემპიონთა ლიგის მეფედ სწორედ „რეალი“ უნდა მივიჩნიოთ.

ბოლოს „რეალმა“ ფინალი 1981 წელს წააგო, სწორედ „ლივერპულთან“ და სწორედ პარიზში. ამის მერე „მადრიდი“ ფინალში 17 წელი არ ყოფილა – აი შემდეგ კი ფანტასტიკა: 8 ფინალი და 8 მოგება.

პარიზი – განსაკუთრებული ქალაქია „რეალისთვის“. მან 4 ფინალი ითამაშა საფრანგეთის დედაქალაქში, სწორედ აქ აიღო პირველი ჩემპიონთა თასი („რეიმსი“ დაამარცხა), ბოლო პარიზულ ფინალში კი „ვალენსიას“ აჯობა 3:0.

„როდესაც „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშობს, იგებს კიდეც“, – თქვა მადრიდელთა მეკარე ტიბო კურტუამ მატჩამდე. მისი თანაგუნდელი კაზემირო არ დაეთანხმა: „რეალი“ არ თამაშობს ფინალებს, „რეალი“ მას იგებს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სირცხვილი და თავის მოჭრა: უჩივლეთ უეფას და პოლიციას – რა მოხდა ფინალის წინ

შერმადინის 10 ქულა: ტენერიფემ სერიაში გაათანაბრა