in

მესი, მესი, მესი… 3+2, 112 გოლი, 58 ჰეთ-თრიქი – ლეო რონალდოსთან სხვაობას ამცირებს

ლეო მესიმ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჰეთ-თრიკი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
არგენტინელებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მე-10 ტურში ბოლივია გაანადგურეს – 6:0.

მესის არგენტინის ნაკრებში 112 გოლი აქვს გატანილი. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოს ჩამორჩება, რომელმაც ნაკრებში 133 გოლი გაიტანა.

მესის ბოლო 7 წლის განმავლობაში ეროვნული ნაკრების ოფიციალურ მატჩებში 2 ჰეთ-თრიკი აქვს შესრულებული.
წინა ჰეთ-თრიკი ისევ ბოლივიელებთან მატჩში დაფიქსირდა – ეს იყო 2021 წლის სექტემბერში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში (3:0).
ბოლო ჰეთ-თრიკი ოფიციალურ მატჩში სხვა მეტოქესთან ლეომ 2017 წლის 10 ოქტომბერს გაიტანა. სამი გოლი ეკვადორთან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში (3:1).

ლიონელ მესი ეროვნულ ნაკრებებში ჰეთ-თრიქების რაოდენობით კრიშტიანო რონალდოს დაეწია.
მას ახლა ნაკრებში 10 მატჩში აქვს გატანილი 3+ გოლით.
აქედან 3 იყო სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში, 1 კოპა ამერიკაზე და 6 ამხანაგურ მატჩებში.
39 წლის რონალდოს პორტუგალიის ნაკრებში 10 მატჩში აქვს 3+ გოლი.

ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიქების მხრივ რონალდოსთან სხვაობა შეამცირა.
ლეოს ახლა კარიერაში 58 ჰეთ-თრიკი აქვს. 39 წლის პორტუგალიელს კი 66.
29 შემთხვევაში რონალდომ ერთი გოლი მაინც გაიტანა პენალტიდან. მესის 12 ასეთი თამაში აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია: ასე გადაწყვიტეს ჟურნალისტებმა

ხვიჩა მომენტების შექმნის რეიტინგშია