in ,

მერაბ ჟორდანია ვენის აუსტრიას პრეზიდენტი გახდა: რა ფულით მიდის ქართველი ახალ კლუბში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის “დინამოს” ყოფილი პრეზიდენტი, ასევე არნემის “ვიტესისა” და მალტური “ვალეტას” ყოფილი მფლობელი მერაბ ჟორდანია ევროპულ ფეხბურთში ბრუნდება. ჟორდანია ვენის “აუსტრიას” ხელმძღვანელი გახდა.

ავსტრიულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერაბ ჟორდანია ვენურ კლუბში ერთადერთი ქართველი ინვესტორი არ იქნება.

ვენის “აუსტრიას” ერთ-ერთი დამფინანსებელი კომპანია Insignia group-ის დამფუძნებელი მიხეილ სურგულაძე იქნება.

heute.at ამტკიცებს, რომ მერაბ ჟორდანია ავსტრიულ კლუბში 7 მილიონ ევროს დააბანდებს.

„უკვე გაჟონა ინფორმაციამ, რომ ქართველი დონორები ავსტრიაში დაახლოებით 7 მილიონ ევროს დააბანდებენ. ამრიგად, Insignia Group-მა გარკვეული დროით „აუსტრიას“ მომავალი უზრუნველყო. აქციების 70 პროცენტი ეკუთვნის Insignia Group-ს, ხოლო 30 პროცენტი – Austria AG-ს. ამასობაში, კლუბის დირექტორატის წევრმა მარკუს კრეტშმერმა დაადასტურა, რომ კლუბის მაისურის ფერები და ლოგო არ შეიცვლება. სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებები უშედეგო სწორედ ამის გამო აღმოჩნდა“, – წერია გამოცემაში.

“აუსტრიამ“ ავსტრიულ კლუბებს შორის ყველაზე მეტი ეროვნული ტიტული მოიგო – ჩემპიონატი 24-ჯერ, თასი – 27-ჯერ, ხოლო 6-ჯერ – ავსტრიის სუპერთასი.

დღეისათვის ამ ტრადიციულ კლუბს საქმეები მთლად მას რომ ეკადრება ისე არ აქვს – “აუსტრია” 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპული კლუბები ახალ ჩემპიონთა ლიგაზე თითქმის შეთანხდნენ

ლიოვი ევროპას ჩაამთავრებს და მიდის: 14 წელი ბუნდესნაკრებში