in ,

მედლამდე ცოტა დაგვაკლდა:აჰმად რაზმაზარმა პარალიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა

28 აგვისტოს, ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს. ამ დღეს ჩვენი გუნდის ბოლო წარმოადგენელი აჰმად რაზმაზარი (-80 კგ) პარაწოლჭიმში გამოვიდა, რომელმაც მე-5 შედეგი აჩვენა.

29 წლის ძალოსანმა პირველ ცდაზე 193 კგ დაძლია, მეორეზე – 198 კგ, მესამეზე კი წონა კიდევ კილოგრამით დაამძიმა, მაგრამ ვერ გაუმკლავდა.

ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (-73კგ), მაგრამ ქართველი პარასპორტსმენი ლიეტუველ ოსვალდას ბარეიკისთან დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (-73კგ), მაგრამ ქართველი პარასპორტსმენი ლიეტუველ ოსვალდას ბარეიკისთან დამარცხდა.
რაპირით ფარიკაობაში იასპარეზეს და ბრძოლას ადრეულ ეტაპზე გამოითშნენ ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი და ირმა ხეცურიანი. მათგან საუკეთესო შედეგი ხეცურიანს ჰქონდა, რომელმაც ¼-ფინალამდე გააღწია.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0