კილინ მბაპემ France Football-ის ვერსიით გასული სეზონის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელის პრიზი მიიღო.
პსჟ-ს ფორვარდმა ეს ჯილდო მესამედ აიღო და ამით ალენ ჟირესს გაუთანაბრდა, ხოლო გაუსწრო მიშელ პლატინის, ჟან-პიერ პაპენს, ზინედინ ზიდანს და ფრანკ რიბერის, რომელთა ანგარიშზეც ორ-ორი ასეთი პრიზია.
რეკორდსმენია ტიერი ანრი (5), 4 აქვს ქარიმ ბენზემას.
მბაპემ გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის ბომბარდირი გახდა 29 გოლით. ის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
გარდა ამისა, მბაპე 8 გოლით მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, ფინალში მან 3 გოლი გაიტანა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2023/07/F0a3clAWcAYj19R.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings