კილიან მბაპემ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი „რეალთან“.
ამის შესახებ იუწყება Marca.
სეზონის დასრულების შემდეგ პსჟ-ს ფორვარდი დატოვებს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით და 1 ივლისიდან მადრიდული კლუბის წევრი გახდება.
წყაროს ცნობით, მბაპემ ხელშეკრულება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გააფორმა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ფრანგს წლიურად 15-20 მლნ ევროს გადაუხდიან (გადასახადების გადახდის შემდეგ) და ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი გახდება გუნდში. გარდა ამისა, გათვალისწინებული ბონუსებიც.
GIPHY App Key not set. Please check settings