in ,

მას აქვს დიდ დონეზე თამაშის რესურსი და იმედი გვაქვს, ნაკრებსაც გამოადგება: გახოკიძე ჩაკვეტაძის შესახებ

გეხსომებათ, არც თუ შორეულ წარსულში ცის კაბადონზე კომეტასავით გაკიაფებული გიორგი ჩაკვეტაძე. მაშინ, როცა ნაკრებს არაფერი გამოსდიოდა ტალკვესად გიორგი ჩაკვეტაძე მოგვევლინა და ერთა ლიგის დ დივიზიონის ჯგუფი ლამის მარტომ მოიგო.

მისი „გენტური“ კარიერაც მშვენივრად აეწყო. 7-ნომრიანი მაისურიც ჩააცვეს და გუნდს არაერთი მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა. 2018 წელს „გენტმა“ „დინამოს“ მის სანაცვლოდ 1.5 მილიონი ევრო გადაუხადა. სადებიუტო სეზონში 30 ჯერ მოირგო გუნდის მაისური და 6 გოლს 8 ასისტიც დაამატა. ამას, შესაშური სანაკრებო ასპარეზობაც დაემატა და ახალი ქინქლაძის შესახებ ვირწმუნეთ. თუმცა… ავადსახსენებელი მუხლის ტრავმა და გიორგის 2 წელი მთლიანად გაუცდა.

ზოგადად, ბელგიის ჩემპიონატი ტექნიკურ მოთამაშეთა სასაფლაოდ არის შერაცხული. რატომ? – იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ინდივიდუალისტებს დიდად არ სწყალობენ. მთავარია ფიზიკა და გუნდის კონკრეტულ გეგმასთან შერწყმა. დრიბლინგი?- არა, ეს ჩვენ არ გვჭირდება.

მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარი გიორგიმ იჯარით „ჰამბურგში“ გაატარა. საწყის ეტაპზე არაერთი წუთი მიეცა, მთავარი მწვრთნელი ტიმ ვალტერიც კმაყოფილი იყო, მალევე თასზე საგოლე პასი შემოგვთავაზა და მეორე ბუნდესლიგაში გოლიც დაამატა, თუმცა უცებ ჩაკვე გაქრა. მატჩიდან მატჩამდე გიორგის წუთების ვექტორმა შეუქცევადი დაღმასვლა განიცადა, მიზეზი არ ვიცოდით. ამის შემდეგ ვალტერმა თქვა:
„ვარჯიში ეზარება, მოტივაცია არ აქვს, თითქოს თამაშის სურვილი აქვს დაკარგულიო“ და ამ სიტყვებით ყველაფერს ნათელი მოეფინა. „დინოზავრები“ მას არ გამოისყიდიან. არადა, „ჰამბურგმა“ პლეი-ოფში გააღწია და თითქმის ბუნდესლიგაში დაბრუნდა. თან, ჩაკვეტაძის პოზიციაზე მოთამაშე ფარიდე ალიდუ „აინტრახტმა“ შეიძინა და ამით, თითქოს ქართველის შანსები გაიზარდა, მაგრამ…

რამდენიმე საათის წინ მისმა აგენტმა და წარსულში ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი გახოკიძემ „პირველი არხის“ ეთერში თქვა:

„აუცილებლად უნდა წვიდეს ისეთ გუნდში, სადაც ითამაშებს. უფრო უნდა მოინდომოს, საკუთარ თავზე იმუშაოს და არც ერთი მწვრთნელი და გუნდი არ უნდა ალაპარაკოს, რომ ვარჯიში ეზარება ან რაიმე მსგავსი…“.
ყველას ეს გვსურს, ქართული ფეხბურთის ალმასს კრისტალიზაცია სჭირდება, ამ პროცესის შეუქცევადობას კი ჯერ ნიშანწყალიც არ ეტყობა. გიორგი, მხოლოდ 22 წლისაა და ნაადრევად ხელის ჩაქნევა არ ღირს, მიუხედავად წარსული მაგალითებისა.

შეგახსენებთ, რომ მისი დაბრუნება „დინამოს“ სურს, რა გამოვა ვნახოთ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც შესაცვლელია და ამ რაღაცას გიორგის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სათამაშო წუთები ჰქვია…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქალთმმუსვრელი გრინვუდი საქმეში ბრუნდება

ბავშვობიდან სიტის ვქომაგობ. ოცნება ასრულებულია და ახლა უამრავი ტიტულის მოგებას ვგეგმავ: სიტიმ ჰოლანდი წარადგინა