2030 წლის მსოფლიო პირველობა ფიფამ ლამის ნახევარ დედამიწას არგუნა, თუმცა მთავარი მაინც ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო არიან. თავიდანვე ითქვა, რომ ფინალი მადრიდში, განახლებულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება, თუმცა მაროკო აპირებს იბრძოლოს და გადამწყვეტი მატჩის მასპინძლობა მიისაკუთროს.
The Times ამბობს, რომ მაროკომ განაცხადი შეიტანა. ამან კი მასპინძელ ქვეყნებს შორის დაძაბულობა გააჩინა.
ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო უახლოეს თვეებში ერთიან პოზიციამდე უნდა მივიდნენ. საბოლოო სიტყვა კი ფიფაზეა.
გეხსომებათ, 2030 წლის მუნდიალი ამ სამ ქვეყანაში გაიმართება, მაგრამ პირველი სამი სასტარტო თამაში სამხრეთ ამერიკაში ჩატარდება – არგენტინაში, ურუგვაისა და პარაგვაიში (მუნდიალების ისტორიის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით).
ისე, ფიფას ჯერ ის აქვს გადასაწყვეტი სად ჩაატარებს 2026 წლის მუნდიალის ფინალს. პრეტენდენტები არიან 80-ათასიანი „ეი-ტი-ენდ-ტი სთედიუმი“ არლინგტონში (ტეხასის შტატი) და „მეტლაიფ სთედიუმი“ ისტ-რატერფორდში (ნიუ-ჯერსის შტატი). გახსნის მატჩი კი დიდი ალბათობით მეხიკოში, ლეგენდარულ „აცტეკაზე“ გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings