მარიამ ქერდიკაშვილს ოლიმპიურ ლიცენზიამდე 18 მეასედი წამი დააკლდა.
რუსეთის ქალაქ ბარნაულში მიმდინარე კანოე სპრინტში ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირზე ქართველი სპორტსმენი მეორე ადგილზე გავიდა.
მარიამმა დისტანცია 0:50:18 წამში დაძლია და მხოლოდ ხორვატ სპორტსმენს ჩამორჩა.
გოგონების C1 200 მეტრიან გაცურვაში მხოლოდ პირველი ადგილი იღებდა ტოკიოს საგზურს.
ბარნაულში ასევე ასპარეზობდა ბადრი ყაველაშვილი, რომელიც ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
სამწუხაროდ, საქართველოს დელეგაციას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კანოეში მონაწილე არ ეყოლება.
GIPHY App Key not set. Please check settings