in

მანე, სალაჰი, მარეზი და გუნდები… აფრიკა საუკეთესოებს ავლენს

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზის პრეტენდენტების სია წარადგინა.

სიაში მოხვდნენ სადიო მანე („ბაიერნი“ და სენეგალი), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“ და ეგვიპტე), რიად მარეზი („სიტი“ და ალჟირი), კარლ ტოკო-ეკამბი („ლიონი“ და კამერუნი), ვენსან აბუბაკარი („ალ-ნასრი“ და კამერუნი), სებასტიან ალერი („აიაქსი“ და კოტ დივუარი), ნაბი კეიტა („ლივერპული“ და გვინეა), აშრაფ ჰაკიმი („პსჟ და მაროკო), ედუარ მენდი („ჩელსი“ და სენეგალი) და კალიდუ კულიბალი („ნაპოლი“ და სენეგალი).

წლის საუკეთესო გუნდის წოდებისთვის იბრძოლებენ ბურკინა-ფასო, ეგვიპტე, კამერუნი, მაროკო და სენეგალი.

გამარჯვებულებს გამოავლენენ კონფედერაციის ტექნიკური კომიტეტის, ჟურნალისტების, ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელებისა და კაპიტნების გამოკითხვის შედეგად.

ჯილდოების გადაცემის ცერემონია 21 ივლისს რაბათში (მაროკო) გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვაისის ბოდიში მაკედონიასთან მარცხის გამო…

რა დღეში არიან რუსებისგან “დაცულები”: აფხაზეთი თავისნაირებს ახალ ჩემპიონატს თავაზობს