in

მამარდა: ძალიან რთული თამაში იყო

„ვალენსიამ“ ლა ლიგის მე-16 ტურში სტუმრად „ხეტაფესთან“ 87-ე წუთზე გაშვებული გოლით წააგო 0:1. სტუმრებს ორი ფეხბურთელი გაუგდეს და შეხვედრა 9 მოთამაშით ჩაამთარეს. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც სამი დასამახსოვრებელი სეივი შეასრულა.

მამარდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ვალენსიამ ბოლოსკენ წააგო

მატჩის შემდეგ ქართველ მეკარეს კომენტარი სთხოვეს და მანაც თამაში შეაფასა.

„ძალიან რთული თამაში იყო. სამწუხაროა, რომ ორი წითელი ბარათი მივიღეთ მოედნის ცენტრში. ეს წარმოუდგენელია. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ თამაში, რათა მომავალ კვირას „ბარსელონას“ წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ვიცოდით, რომ ამ სტადიონზე ძალიან რთულია თამაში და რომ ბორდალასი ძალიან ძლიერი და კარგი მწვრთნელია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა.

პაულისტას გაძევება? არ მგონია, რომ მან რაიმე უთხრა მსაჯს. გუერას ეპიზოდში კი მე ვერაფერი დავინახე. არ ვიცი“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ვალენსიამ ბოლოსკენ წააგო

კვარაცხელიამ მაგარი მომენტი გააფუჭა და ნაპოლიმ იუვესთანაც წააგო