in

მამარდას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს, ვალენსიამ ქულა გადაარჩინა

გიორგი მამარდაშვილი კვლავ „ვალენსიის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. ჩვენიანის გუნდი პამპლონაში „ოსასუნას“ ესტუმრა და იქიდან ქულა წამოიღო – 3:3.

გიორგიმ სამივე გოლი პირველ ტაიმში გაუშვა. პირველი მეკარის საჯარიმოს ხაზიდან დაურტყეს და მისი დადანაშაულება არ შეიძლება. მეორე გოლი კი ძალიან ლამაზი გამოვიდა. საჯარიმოს ხაზიდან ასხლეტილი ბურთი შორეულ კუთხეში ჩავარდა და მამარდას ნახტომმაც ვერ უშველა. მესამე კი პენალტიდან გაუშვა.
ერთ-ორ ეპიზოდში გიორგიმ ასაღები ბურთები მოიგერია.

შეფასებები: sofascore – 6.6, whoscored – 6.1, flashscore – 6.0.

ოსასუნა – ვალენსია 3:3
გოლები: 0:1 ლოპესი (14), 1:1 აიმარი (27), 1:2 სადიკი (32), 2:2 აიმარი (40), 3:2 ბუდიმირი (45, პენ), 3:3 სადიკი (87)

26 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 24 ქულით მე-18 ადგილზეა და 8 მარტს „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტემ საგოლე პასი გააკეთა, შტურმმა ბოლო 20 წუთში წააგო

გულიაშვილის გამარჯვების გოლი, ქოჩორას მნიშვნელოვანი გამარჯვება, წიტაიშვილის განადგურება – ლეგიონერები