in ,

მამარდამ პენალტი აიკიდა და გააფრთხილეს: ვალენსიამ აუტსაიდერს ვერ მოუგო

ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ აუტსაიდერ „ელჩეს“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა – 2:2. ქართველი მეკარე ტრადიციულად ძირითადში იყო. მის ანგარიშზე 4 მოგერიებული ბურთია.

ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა. საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე მამარდაშვილი მეტოქეს შეეჯახა, რის გამოც პენალტი დაინიშნა და ჩვენიანი გააფრთხილეს კიდეც. ეს პირველი ყვითელია გიორგისთვის ახალ სეზონში. მამარდაშვილი პენალტის მოგერიებასთან ახლოს იყო, მაგრამ ვერ მოახერხა. პირველი ტაიმის ბოლოს ვალენსიელთა ახალწვეულმა ედინსონ კავანიმ დუბლი შეასრულა და მასპინძლები წინ გავიდნენ.
„ელჩემ“ ანგარიში 65-ე წუთზე პერე მილას გოლით გაათანაბრა.

თამაშის მერე „ვალენსიას“ მწვრთნელმა გატუზომ თქვა, რომ პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი გუნდს არ ვგავდითო. რაც შეეხება კავანის, მან იმედი გამოთქვა, რომ ეს მხოლოდ პირველი გოლებია მომდევნო მრავალ გოლებს შორის.

9 ტურის შემდეგ “ვალენსიას“ 14 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩი გუნდს 18 ოქტომბერს სტუმრად „სევილიასთან უწევს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინის 19 ქულა და MVP-ის ტიტული ობრადორიოსთან

რეალისა და ბარსას 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს