in ,

მამარდამ კარი მშრალად შეინახა

ლა ლიგის მეათე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „კადისი“ დაამარცხა ანგარიშით 2:0.

„ღამურების“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და კარი მშრალად შეინახა. ის როგორც კარის ხაზზე, ასევე გამოსვლებზე კარგად თამაშობდა, დაცვასაც ეფექტურად ხელმძღვანელობდა და პირველი პასით სწრაფ კონტრიერიშებს იწყებდა.

მამარდაშვილის თამაში Flashscore-მა 7.6 ქულით შეაფასა, whoscored-მა – 7.8-ით, ხოლო sofascore-მა – 8.0-ით.

კლუბის საიტმა აღნიშნა, რომ ქართველი გუნდის ყველაზე დამაჯერებელი ფეხბურთელია.

„ვალენსიამ“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 14 ქულით მერვე ადგილზეა და 29 ოქტომბერს გასვლაზე „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გაიტანს თუ არა კვარაცხელია გოლს ზედიზედ მეოთხე მატჩში?

აიაქსს ახალი მწვრთნელი ეყოლება?