„ლივერპულმა“ ზედიზედ ორი მოგების შემდეგ ისევ დაყვინთა და ცოტა „იმედები გაუცრუა“ გვარდიოლას, რომელიც ამბობდა, აგერ ნახეთ ეგ გუნდი კიდევ იტყვის თავის სიტყვას და წამოგვეწევა, ჯერ არაფერი დასრულებულაო.
თავად პეპის გუნდი და მისი ახალი ლიდერი კვლავ შეუჩერებელია. ჰოლანდმა კიდევ ორი გოლი მიამატა ყულაბას.
მთავარი მატჩი კი ლონდონში იყო, სადაც როგორც ბოლო დროს ხდება ხოლმე, „ჩელსიმ“ და „მანჩესტერმა“ ფრედ ითამაშეს. ოღონდ არა 0:0, საითკენაც მატჩი მიდიოდა, არამედ 1:1, რადგან 87-ე წუთზე ჟორჟინიომ პენალტით გახსნა ანგარიში და 3 ქულის სუნი დაატრიალა, მაგრამ „ეშმაკების“ ახალწვეულმა კაზემირომ 90+4 წუთზე გაათანაბრა და მისი ტრანსფერის მომხრეებიც გაახარა.
ლიდერმა “არსენალმა” კი პირველად ითამაშა ფრედ ამ სეზონში და “სიტისთან” სხვაობა მხოლოდ 2 ქულამდე გაზარდა. საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო დღის ბოლო შეხვედრა. მესამეადგილოსანმა “ტოტენჰემმა” ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და “სიტისთან” გათანაბრების შანსი გაუშვა ხელიდან, ხოლო დიდი ხნის წაუგებელმა “ნიუკასლმა” მე-4 პოზიციამდე აინაცვლა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ დაკარგული ქულებით “კაჭკაჭებს” “ჩელსიც” უსწრებს და “მანჩესტერიც”.
„სიტიმ“ 600 გოლი გაიტანა გვარდიოლას მწვრთნელობისას. მარტო ფერგიუსონის „მანჩესტერს“ და ვენგერის „არსენალს“ გაუტანიათ უფრო მეტი.
ჰოლანდმა პრემიერლიგის 11 მატჩში 17 გოლი გაიტანა. ფორვარდს 22 გოლი აქვს „სიტიში“ ჩატარებულ 15 შეხვედრაში.
გვარდიოლა ჰოლანდის 22 გოლზე 15 მატჩში: „არა ჩვეულებრივია. ჩემი ინგლისური საკმარისად კარგი არ არის, ეს რომ აღვწერო“.
„ლივერპულს“ ჩემპიონატის ბოლო 6 მატჩში 2 მოგება აქვს. გუნდი სტუმრად ვერ იგებს.
„ლივერპულმა“ 26 წელიწადში პირველად წააგო „ნოტინჰემთან“.
კლოპი: „დიდი დარტყმაა, „ლივერპული“ აქ 3 ქულისთვის მოვიდა. მაგრამ ვინ უნდა დაადანაშაულო, როცა ჩვენ ვერ ვიტანთ“.
„ჩელსიმ“ და „მანჩესტერმა“ ზედიზედ მეხუთედ ითამაშეს ფრედ. „იუნაიტედი“ 2017 წლსი შემდეგ არ აგებს „ჩელსისთან“ პრემიერლიგაში.
ტენ ჰაგი: „მანჩესტერს“ სჭირდება რონალდო – ეს აშკარა იყო. ფასეული მოთამაშეა ჩვენთვის“.
პოტერი: „ვერ ვიტყოდი, რომ მოგება დავიმსახურეთ. ფრე სამართლიანია“.
არტეტა: “არსენალს” 3-4 კარგი მომენტი ჰქონდა. ეს გაკვეთილად გამოგვადგება”.
ჯეიმი ვარდიმ 100 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში 30 წლის შემდეგ. ეს ლიგის რეკორდია.
პრემიერლიგა – XIII ტური
ნოტინჰემი – ლივერპული 1:0
სიტი – ბრაიტონი 3:1
ევერტონი – კრისტალ პალასი 3:0
ჩელსი – მანჩესტერი 1:1
ასტონ ვილა – ბრენტფორდი 4:0
ლიდსი – ფულჰემი 2:3
საუთჰემპტონი – არსენალი 1:1
ვულვერჰემპტონი – ლესტერი 0:4
ტოტენჰემი – ნიუკასლი 1:2
ორშაბათი, 24 ოქტომბერი
ვესტ ჰემი – ბორნმუთი
GIPHY App Key not set. Please check settings