in

მაგარი მატჩი: ბითაძემ 19 წუთში 17 ქულა ჩააგდო

გოგა ბითაძემ “ინდიანას” შემადგენლობაში ზედიზედ მეხუთედ ითამაშა სასტარტო ხუთეულში და მაგარი შედეგიანობა გამოავლინა. გამთენიისას, შარლოტში, “ჰორნეთსთან” გამართულ მატჩში “პეისერსმა” 126:158 წააგო.

გოგამ 18:40 წუთი ითამაშა და კარიერის საუკეთესო მაჩვენებლის გამეორება მოახერხა. მან ამ დროში 17 ქულა დააგროვა, რაც „ინდიანას“ მხრიდან საუკეთესო შედეგია.
ბითაძის ანგარიშზე ასევე 6 მოხსნა (ექვსივე შეტევაში) და 2 პასია. ჩვენიანმა 10-დან 8 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 1 ერთქულიანი, პერიმეტრის ხაზიდან კი 2-ჯერ ისროლა და არაზუსტად. გოგამ 3-ჯერ დაკარგა ბურთი და 3-ჯერ დაჯარიმდა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი +/- მაჩვენებელი -6 იყო, მას „პეისერსის“ შემადგენლობაში ტერი ტეილორთან ერთად საუკეთესო შედეგი ჰქონდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ უკანასკნელმა გოგაზე თითქმის 9 წუთით ნაკლები ითამაშა.

მომდევნო შეხვედრას „ინდიანა პეისერსი“ 29 იანვარს, „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ გამართავს.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0