in ,

ლოჩოშვილმა სრულად ითამაშა, კრემონეზემ პირველი ქულა აიღო

სერია ა-ს მე-5 ტურის კვირის მატჩი „კრემონეზემ“ გახსნა, რომელმაც შინ „სასუოლოს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ეს არის პირველი ქულა, რომელიც 4 წაგების შემდეგ „კრემონეზემ“ მოიპოვა. მასპინძლებს პირველ ტაიმში გოლი VAR-მა გააუქმა. გუნდებმა არაერთი მომენტი შექმნეს, მაგრამ გოლი არ გავიდა.

საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. ჩვენიანი მარცხენა ფლანგზე თამაშობდა და დამაჯერებლადაც.

„კრემონეზეს“ მომდევნო მატჩი 11 სექტემბერს ბერგამოში აქვს, „ატალანტასთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლოჩოშვილმა სრულად ითამაშა, კრემონეზემ პირველი ქულა აიღო

ვეზენკოვი ვერც მონტენეგრომ შეაჩერა, მაგრამ მაინც მოიგო